ბილი აილიშმა აღდგომის დღესასწაული ოჯახთან ერთად აღნიშნა. ფოტოებში, რომელიც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, აილიში საგაზაფხულო კაბაში და სპორტულ ფეხსაცმელშია გამოწყობილი.
ერთ-ერთ ფოტოში კი ჩანს, რომ მასთან ერთად მისი მეგობარი ბიჭი ჯეს რაზერფორდიც არის. ფოტოში რაზერფორდის მხოლოდ ხელი ჩანს, რომელიც მეგობარი გოგონას ფეხზე უდევს.
შვიდგზის გრემის მფლობელმა ბილი აილიშმა ჯეს რაზერფორდთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში გაამხილა: „ეს ძალიან მაგარია და მე ძალიან ბედნიერი ვარ. ცხოვრებაში იმ წერტილამდე მივედი, როცა ადამიანმა, რომელსაც ყველაზე კარგ ტიპად მივიჩნევდი, არა მხოლოდ გამიცნო, არამედ იგი ჩემით მოიხიბლა კიდეც. მგონი, აპლოდისმენტებს ვიმსახურებ… მადლობა, ჯეს რაზერფორდ, ყველაფრისთვის.”
ნახეთ ბილი აილიშის ინსტაგრამ პოსტი