ედ შირანი ახალი ალბომის კიდევ ერთ სინგლს აანონსებს

Სიმღერა Boat მომღერლის მეექვსე ალბომის მეორე სინგლია Eyes Closed-ის შემდეგ.
ედ შირანი
Zakary Walters

ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონსა და ინსტაგრამზე მისი კადრები გამოაქვეყნა. 

„Boat პირველი სიმღერაა, რომელიც ამ ალბომისთვის დავწერე. ეს ის სიმღერაა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და რომელმაც ალბომის გამოცემას მისცა ბიძგი. Სრული სიმღერა და ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდება. იმედი მაქვს, ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს,” – წერს მომღერალი. 

გავრცელებულ კადრებში შირანის მანქანა კლდიდან ოკეანეში ვარდება. შემდეგ კი მომღერალი წყლიდან ამოდის და მღერის: „მაგრამ ტალღები ვერ გატეხენ ჩემს ნავს.”

მიუხედავად იმისა, რომ Boat პირველი სიმღერაა, რომელიც შირანმა ახალი ალბომისთვის დაწერა, ის მოსდევს ალბომის მთავარ სინგლს Eyes Closed. ალბომი სახელწოდებით “-” (Subtract) 5 მაისს გამოვა და მომღერლის მათემატიკური დასახელების ალბომების ბოლო, მეექვსე ნაწილი იქნება. შირანის მათემატიკური სერია 2011 წელს დაიწყო ალბომით “+”.

ნახეთ Boat-ის თიზერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

აარონ კარტერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შემდეგი სტატია

ერიკა ბადუს საკონცერტო ტურნე სახელწოდებით – Unfollow Me 25 ქალაქს გააერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი