Bad Bunny ჰარი სტაილსს ბოდიშის უხდის 

პუერტო-რიკოელმა ვარსკვლავმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც სტაილსს შეურაცხყოფა მიაყენა.
Bad Bunny კოაჩელას ფესტივალზე
VALERIE MACON/AFP via GI

კოაჩელას ფესტივალზე მეორე გამოსვლის დროს Bad Bunny-მ ჰარი სტაილსს ბოდიში მოუხადა.

„ბოდიში, ჰარი. ეს ჩემი გუნდის შეცდომა იყო. ჩვენ შენ გვიყვარხარ” – დაეწერა რეპერის შესრულებისას ეკრანზე.

Ბოდიში ფესტივალზე Bad Bunny-ს პირველი გამოსვლის დროს ასევე ეკრანზე გავრცელებულ მესიჯს მოჰყვა. სიმღერის El Apagón შესრულებისას პუერტო-რიკოელი რეპერის უკან ეკრანზე გამოჩნდა ტვიტი ტექსტით: „ღამე მშვიდობის. ბენიტოს შეუძლია გააკეთოს As It Was, მაგრამ ჰარი ვერასდროს გააკეთებს El Apagón-ს.”

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ Bad Bunny-ს წარმომადგენელმა Rolling Stone-სთან განაცხადა, რომ რეპერი კომენტარს არ აკეთებს და რომ გავრცელებული ვიზუალი ბენიტოს არ დაუდასტურებია. კომპანიამ, რომელიც Bad Bunny-ს გამოსვლისთვის ვიზუალურ კონტენტს აწარმოებს, ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული ტექსტი არტისტს არ დაუმტკიცებია და რომ ის მიზნად არ ისახავდა ჰარი სტაილსისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. 

წინა კვირას Bad Bunny კოაჩელას ფესტივალის პირველი სოლო ლათინო-ამერიკელი ჰედლაინერი გახდა. ამ პერიოდში რეპერმა ემოციური მესიჯი გაავრცელა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მათ არ იციან, რას ვგრძნობთ, რას გავდივართ ცხოვრებაში. მათ არასდროს ეცოდინებათ, რას გრძნობს გული. არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც კი გაიგონებთ. თქვენ ვერ გაიცნობთ ჩემს ნამდვილ მეს ინსტაგრამის ვიდეოთი, ინტერვიუთი ან TikTok-ით.”

ნახეთ Bad Bunny-ს ბოდიში ჰარი სტაილსს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლონდონში გამართული კონცერტის დროს, სემ სმითმა გარდაცვლილი ტრანსგენდერი მოზარდი გაიხსენა

შემდეგი სტატია

მადონა მის საკულტო სასცენო კოსტიუმებს იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი