ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ანა კენდრიკმა და ჯეკ ბელქმა ანიმაცია Trolls Band Together წარადგინეს

მსახიობებმა ანიმაციის შინაარსის შესახებ რამდენიმე დეტალიც გაამხილეს.
TROLLS BAND TOGETHER


ჯასტინ ტიმბერლეიკი, ანა კენდრიკი და ჯეკ ბლექი ანიმაციაში, სახელწოდებით Trolls Band Together მონაწილეობენ. Dreamworks Animation-მა პირველი კადრები Cinema Con 2023-ზე წარადგინა. 

ტიმბერლეიკი და კენდრიკი დაანონსებულ ანიმაციაში ბრენჩის და პოპის პერსონაჟებს შეასრულებენ. მსახიობებმა ანიმაციის შინაარსის შესახებ რამდენიმე დეტალიც გაამხილეს. მაგალითად, ანა კენდრიკის პერსონაჟი პოპი იგებს, რომ ბრენჩი მუსიკალური ბენდის წევრი იყო. როგორც კენდრიკმა დაახასიათა, მაყურებელი Trolls-ის ფრენჩაიზის განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს იხილავს. Trolls Band Together  მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2023 წლის 17 ნოემბერს გამოვა. 

Cinema Con 2023-ის დროს, ჯეკ ბლექმა ასევე გაამხილა, რომ  Kung Fu Panda 4-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. Kung Fu Panda 4-ის პრემიერა 2024 წლის 8 მარტს იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ ბლექმა ახლახან მონაწილეობა მიიღო The Super Mario Bros. Movie-ში. მსახიობმა ბოუზერის პერსონაჟი განასახიერა.

ნახეთ Trolls Band Together-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონის სიმღერის – They Don’t Care About Us ვიდეოს YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ემი უაინჰაუსი - ფოტო: დანიელ ბოჩარსკი

ემი უაინჰაუსის წიგნი In Her Words

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი