ბილი აილიში Met Gala-ზე სიმონ როშას კაბით წარდგა

კაბას მომღერალმა გრძელი ნაწნავი შეუხამა.
ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე
Cindy Ord/MG23/Getty Images for The Met Museum/Vogue

2023 წლის Met Gala-ზე ბილი აილიში შავი ქვრივის იმიჯით წარდგა. ღონისძიებაზე მომღერალს შავი გამჭვირვალე ქსოვილისგან შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა სიმონ როშამ შექმნა. კაბას აილიშმა გრძელი ნაწნავი შეუხამა. 

„ყოველთვის, როცა Met Gala-ზე მიწვევენ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან კარგ დროს ვატარებ. მოვდივარ აქ და შემდეგ ყოველთვის კარგი ამბები ხდება,”- აღნიშნა აილიშმა.

ეს აილიშისთვის პირველი Met Gala არ არის. მისი დებიუტი 2021 წელს შედგა, როცა იგი ღონისძიების ყველაზე ახალგაზრდა თანათავმჯდომარე იყო. მაშინ Met Gala-ს თემა იყო „ამერიკა: მოდის ლექსიკონი” და მომღერალი წითელ ხალიჩაზე მერლინ მონროთს სტილით შთაგონებული კაბით წარდგა 

წლევანდელი Met Gala-ს თემაა „კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი”. ღონისძიება ლაგერფილდს მიეძღვნა, რომელიც 2019 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე
Cindy Ord/MG23/Getty Images for The Met Museum/Vogue
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat Met Gala-ზე კარლ ლაგერფილდის კატის ფორმაში გამოეწყო

შემდეგი სტატია

ზენდეია Louis Vuitton-ის კამპანიაში მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი