ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე „ფალესტრას“ სცენაზე წარდგება

ბექა გოჩიაშვილი ამჟამად სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაშია და მასთან ერთად მსოფლიო ტურნეში მოგზაურობს. სწორედ ამავე ტურნეს ფარგლებში, სტენლი კლარკის ბენდი საქართველოსაც ეწვევა და 11 მაისს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში დაუკრავს.
ფოტო: Falestra


12 მაისს, „აქსის თაუერსში“ მდებარე  „ფალესტრას“ ღია სივრცეში ჯაზის მუსიკალური საღამო გაიმართება და მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილი წარდგება. ჯაზის საერთაშორისო სცენაზე  მოღვაწე ქართველი პიანისტი კონცერტზე Monkey-ს რეზიდენტთან, თემურიკო დიასამიძესთან ერთად დაუკრავს და  აუდიტორიას იმპროვიზებულ მუსიკას შესთავაზებს. 

ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური შემოქმედება არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აერთიანებს. მას უთანამშრომლია ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან, როგორებიც არიან – ჩიკ კორია, მაიკლ მიტჩელი, კრისტიან მაკბრაიდი და გრემის მფლობელი ლეგენდარული სტენლი კლარკი. აღსანიშნავია, რომ ბექა გოჩიაშვილი ამჟამად სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაშია და მასთან ერთად მსოფლიო ტურნეში მოგზაურობს. სწორედ ამავე ტურნეს ფარგლებში, სტენლი კლარკის ბენდი საქართველოსაც ეწვევა და 11 მაისს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში დაუკრავს. 

რაც შეეხება  „ფალესტრაში“ დაანონსებულ კონცერტს, ამავე საღამოს სივრცე უმასპინძლებს ფრანგული კლუბის, DJOON-ის რეზიდენტს, House მუსიკის განსაკუთრებულ შემსრულებელს – CHINAU. RnB-ის. 

დაგეგმილი კონცერტის შესახებ მეტი დეტალი ნახეთ აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ შაკირას ემოციური სიტყვა ბილბორდის დაჯილდოებაზე „ლათინო ქალები მუსიკაში”

შემდეგი სტატია

ნახეთ MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი