Paisley Park-ის ფესტივალზე Prince-ის აქამდე უცნობი მუსიკა გაჟღერდება

ივნისში დაგეგმილ ღონისძიებაზე D-Nice, დაუგ ი ფრეში და Sounds of Blackness წარდგებიან.
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი
Prince – Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

ყოველწლიური სადღესასწაულო ღონისძიება   Paisley Park-ში ბრუნდება. ორგანიზატორები ლეგენდარული მუსიკოსის Prince-ის გამოუქვეყნებელი მუსიკის გაჟღერებას გეგმავენ. ღონისძიება 8-11 ივნისს ჩატარდება, სადაც ცნობილი არტისტები Public Enemy, Chuck D, Chaka Khan, DJ D-Nice,  Doug E, Sound of Blackness, და Steeles წარდგებიან.

ფესტივალს Prince-ის საკულტო სტუდია Paisley Park უმასპინძლებს. ღონისძიება Prince Legacy Tribute შოუსაც მოიცავს, რომელიც  New Power Generation-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის როზი გრეინის პატივსაცემად გაიმართება. 

ფესტივალის ორგანიზატორები ამ დრომდე არ ამჟღავნებენ თუ რომელი გამოუქვეყნებელი ჩანაწერები გაჟღერდება ღონისძიების ფარგლებში. თუმცა წლევანდელი მთავარი თემა რიცხვ შვიდს უკავშირდება. Prince 1958 წლის 7 ივნისს დაიბადა და  ამ რიცხვს ხშირად სიმღერებშიც ახსენებდა, ასეთია მაგალითად 1992 წელს გამოცემულ ალბომ  Love Symbol-ში შესული სიმღერა 7.

„წელს Prince-ის გარდაცვალებიდან შვიდი წელი სრულდება. მისი უკვდავი შემოქმედება და მემკვიდრეობა მუდმივად ინარჩუნებს მსმენელისთვის აქტუალობას. 2023 წლის ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რიცხვ შვიდს.  Prince-თვის ეს კონკრეტული რიცხვი კულტურული მნიშვნელობას ატარებდა და თუ როგორ აისახა მის ისტორიაში რიცხვი 7, ამას ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება დეტალურად გაეცნობა.“-ნათქვამია განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sia-მ მეგობარ ბიჭზე, დენ ბერნადზე იქორწინა

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი და ჯონ ბატისტი - Candy Necklace

ლანა დელ რეიმ ჯონ ბატისტთან ერთად კინემატოგრაფიული ვიდეო Candy Necklace გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი