ჯესი ჯეის ბიჭი შეეძინა: „ის ყველა ჩემი ახდენილი ოცნებაა”

მომღერალმა ორსულობა იანვარში გაამხილა.
ჯესი ჯეი
Neil Mockford/FilmMagic

ჯესი ჯეიმ გულშემატკივრებს ამცნო, რომ დედა გახდა. 

„ერთი კვირის წინ ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა. სამყაროს ჩემი ვაჟი მოევლინა და ჩემი გული ზომაში ორჯერ გაიზარდა” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. „შეგრძნებები ენით აღუწერელია. სიყვარულისგან დავფრინავ. ის ყველა ჩემი ახდენილი ოცნებაა.”

ჯესი ჯეიმ აღნიშნა, რომ ის და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. „ყველას, ვინც ამ მოგზაურობაში გამომყევით, მადლობას გიხდით სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ინსტაგრამზე დავბრუნდები, როცა მზად ვიქნები.”

ჯესი ჯეიმ ორსულობის შესახებ ინფორმაცია იანვარში გაავრცელა. ერთი წლით ადრე კი მომღერალმა გაამხილა, რომ 2021 წლის ნოემბერში მუცელი მოეშალა. როგორც მომღერალი იმ დროს ჰყვებოდა, ექიმებმა მესამე გეგმურ ვიზიტზე უთხრეს, რომ ბავშვის გულის ცემა შეწყვეტილი იყო. „ვგრძნობ, რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. შეიძლება ამის დაწერაც ვინანო. შეიძლება – არა. არაფერი ვიცი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blur - ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი

Blur ახალი ალბომით ბრუნდება

შემდეგი სტატია

Black Tooth

Metal Battle-ის გამარჯვებული თურქული ბენდი Black Tooth გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი