კურტ კობეინის გიტარა 600 000  დოლარად გაიყიდა

The Fender Stratocaster-ის გიტარაზე ბენდის სამივე წევრის ხელმოწერაა.
Nirvana, კურტ კობეინი MTV-ის პირდაპირი ეთერი, 1993 წლის დეკემბერი.
Nirvana, კურტ კობეინი MTV-ის პირდაპირი ეთერი, 1993 წლის დეკემბერი.

კურტ კობეინის ნივთები Julien-ის აუქციონზე გაიტანეს. Nirvana-ს სოლისტის კურტ კობეინის და ბენდის ყოფილი წევრების დეივ გროლისა და კრისტ ნოვოსელიჩის მიერ ხელმოწერილი Fender Stratocaster-ის გიტარა აუქციონზე 600 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონზე კურტის მიერ დამტვრეული და შემდეგ ხელახლა აწყობილი გიტარის საწყისი ფასი 60 000 დოლარს შეადგენდა.

Julien-ის აუქციონზე ნივთის საბოლოო გაყიდვამდე ითქვა, რომ Nirvana-ს სოლისტმა გიტარა  სცენაზე, კონცერტის დროს დალეწა. შემდეგ ის შეაკეთეს, მაგრამ მასზე არავის დაუკრავს. ბენდის სამივე წევრის ხელმოწერის  გარდა გიტარაზე კურტის წარწერაა, რომელიც მარკ ლეგანს ეძღვნება: „Hell-o mark! Love, Your Pal, Kurdt Kobain/ Washed up rockstar.”. ( გამარჯობა მარკ! მიყვარხარ, შენი კურტ კობეინი / როკსტარი). კობეინმა გატეხილი გიტარა Screaming Trees-ის მომღერალ მარკ ლეგანს 1992 წელს Nevermind-ის ტურის დროს აჩუქა.  

ეს არ იყო Nirvana-ს ერთადერთი ძვირადღირებული ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. აუქციონზე 50,800 დოლარად 1991 წლის 17 აპრილს ბენდის კონცერტზე დაწერილი „სეტლისტი“ გაიყიდა, სადაც ბენდის იმდროინდელი უახლესი ჰიტი Smells Like Teen Spirit შესრულდა.

2022 წლის მაისს საკულტო Fender Mustang-ის 1969 წელს გამოცემული კურტის გიტარა 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. 1991 წელს გადაღებულ ვიდეოში, კურტ კობეინი სიმღერა Smells Like Teen Spirit-ს სწორედ აღნიშნულ გიტარაზე უკრავს.

ნახეთ აუქციონზე გატანილი გიტარა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზურა ჯავახიას და ლუკა თოფურიას ახალი სიმღერა – „რასმიქვიან შემოდგომა“

შემდეგი სტატია

ნუცი ნებიერიძე

გორის ქალთა გუნდის და ნუცი ნებიერიძის კონცერტი კონსერვატორიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი