Leno Stage-მა 4GB ფესტივალის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ათი ქართული ბენდი წარადგინა

Leno Stage-ზე კონცერტი 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და თითოეული ბენდმა დაახლოებით 50-წუთიანი მუსიკალური პროგრამა წარადგინა.

25 მაისს, საგურამოში მდებარე კოსმოსური კომპლექსის ტერიტორიაზე  მუსიკალური ფესტივალი 4GB გაიხსნა. ფესტივალი, რომელიც 2011 წლიდან ტარდება, ელექტრონულ მუსიკაზეა ფოკუსირებული, თუმცა წელს 4GB-ის პროგრამას Leno Stage დაემატა, რომელმაც ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენის გამორჩეული არტისტები გააერთიანა. Komma, 4D Monster Lobsters, Killages, Young Georgian Lolitaz, LOUDspeakers, Skazz, „დაგდაგანი“, Tamada – ეს ის ბენდებია, რომელიც 4GB-ის მეორე საფესტივალო დღეს, 26 მაისს მსმენელის წინაშე წარდგა. აღსანიშნავია, რომ Leno Stage-ის ლაინაფში იყვნენ ე.წ. ნიუქამერი ბენდებიც –  Process და Postalion. 

გიორგი გვარჯალაძე, Leno Records-ის დამფუძნებელი:

„ეს ფესტივალი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. ის ჩვენი მეგობრის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება. უშუალოდ ფესტივალის ორგანიზატორი არ ვარ, თუმცა დაარსების დღიდან ვუჭერ მხარს. როდესაც ფესტივალი დაიწყო, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ის ასიათასობით მსმენელს გააერთიანებდა. წელს ფესტივალის პროგრამას Leno Stage დაემატა. ამ სცენამ გააერთიანა LENO Records-ის არტისტები და ასევე ის მუსიკოსები და ბენდები, რომლებიც უშუალოდ ჩვენს ლეიბზე არ არიან, მაგრამ მათთან ვმეგობრობთ, მუსიკას ვუწერთ, ლაივ საუნდს ვუკეთებთ და ასე შემდეგ. ეს ბენდები კონკრეტულად ამ ფესტივალისთვის რეპეტიციას დაახლოებით ერთი თვე გადიოდნენ.“

კონცერტი  Leno Stage-ზე ათი  საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეულმა ბენდმა დაახლოებით 50-წუთიანი მუსიკალური პროგრამა წარადგინა. გარდა მრავალფეროვანი შემადგენლობისა, ეს პერფორმანსები საუნდ სისტემითა და ჟღერადობით გამოირჩეოდა. 

„Billboard საქართველო“ ლაინაფის მონაწილე მუსიკოსებს ესაუბრა. 4GB-ის ფესტივალის კონცეფციიდან გამომდინარე, Leno Stage-ზე გამოსვლა  თითოეული მათგანისათვის გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა. 

ცოტნე გორგოშიძე/დაგდაგანი
დაგდაგანი

ცოტნე გორგოშიძე, „დაგდაგანი“:

„მუსიკოსებისათვის ყველა ფესტივალი სასიამოვნო გამოცდილებაა, როდესაც აუდიტორიის წინაშე სხვა ბენდებთან ერთად გამოდის. Leno Stage-მა წელს საკმაოდ ბევრი არტისტი გააერთიანა, რაც ლაივამდე თანამშრომლობას, რეპეტიციებს გულისხმობდა. პანდემიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მსმენელს სურს, მუსიკა ცოცხლად  მოისმინოს და  აუდიტორიაც მეტად აქტიურია. დღევანდელი კონცერტიც მსმენელის ასეთივე ჩართულობით გამოირჩეოდა.“

ბექა თევდორაშვილი, 4D Monster Lobsters: 

„უკვე მრავალი წელია 4GB ტარდება და ამ წელს Leno Stage-ის დამატებამ საინტერესო სინთეზი შექმნა. ჩვენთვის, როგორც ბენდისათვის, როგორც არტისტებისათვის ეს განსაკუთრებული გამოცდილებაა. ყოველთვის გვინდოდა, რომ შეგვექმნეს მუსიკა, რომელიც არა რაიმე კონკრეტულ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი, არამედ საინტერესოდ მოსასმენი იქნებოდა ყველასათვის.  4GB-ის ფესტივალზე ალტერნატიული მუსიკალური ბენდების მონაწილეობა, ვფიქრობ, სწორედ ამ იდეასთან არის კავშირში.“

ლევან ლაუდაძე, LOUDspeakers:

„პირველ რიგში მინდა 4GB-ის მიმართ ჩემი, როგორც მსმენელის დადებითი დამოკიდებულება გამოვხატო. Წლებია, ამ ფესტივალზე დავდივარ და განსაკუთრებით მიხარია, რომ ახლა მისი მონაწილეც ვარ. ყოველთვის მინდოდა ისეთ ფესტივალებზე დამეკრა, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით ჩვენს მუსიკალურ მიმდინარეობს არ შეესაბამებოდეს. ვფიქრობ, რომ მრავალფეროვნება მსმენელისთვისაც საინტერესოა და წელს Leno Stage-მა ეს მრავალფეროვნება შემოიტანა. რაც შეეხება LENO Records-ს, ის ჩვენი ჯგუფისათვის მეორე სახლია. ამ სივრცესთან არამხოლოდ თანამშრომლობა, არამედ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს.  LENO Records-თან ერთად ამ კონცერტისათვის მზადების და ორგანიზების პერიოდი საკმაოდ შრომატევადი იყო. შედეგად მსმენელს საშუალება ჰქონდა ლაივ პერფორმანსები სრულყოფილი ჟღერადობით მოესმინა. “

ლევან ლაუდაძე

საბა ვაშაყმაძე,Skazz:

„4GB ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ მიმაჩნდა. ახლა, როდესაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ჩვენი ბენდი აღმოჩნდა, ეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა, რადგან აქ სულ სხვანაირი აუდიტორიაა, განსხვავებული ენერგეტიკა და გარემოა. მნიშვნელოვანია არტისტების თანამშრომლობა და ერთობლივი მეგობრობა მსმენელთან. ზოგადად, ბოლო პერიოდში, მუსიკალური ინდუსტრია ვითარდება –  ჩართულობა და ინტერესიც მეტია. ამას სწორედ ის განაპირობებს, რომ მუსიკალური ჟურნალები გაჩნდა, ფესტივალები იმართება და იმ ადამიანებისა და პლატფორმების რიცხვი იზრდება, ვინც ქართველი მუსიკოსებით, ადგილობრივი ალტერნატიული მუსიკალური სცენით ინტერესდება.“

Leno Stage-ის კონცერტი Tamada-მ დახურა, რომლის შესრულება ერთგვარი დამაკავშირებელი ჟღერადობა იყო 4GB-ის ჟანრობრივ კონცეფციასა და Leno Stage-ზე გამომსვლელი ბენდების მუსიკას შორის. 

Tamada

რაც შეეხება 4GB ფესტივალს, ის 27 მაისს დაიხურა. ფესტივალის წლევანდელ პროგრამას დეტალურად გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითმა მადონასთან თანამშრომლობა დააანონსა

შემდეგი სტატია

Billboard-ის 1984 წლის ინტერვიუში ტინა ტერნერი სოლო მუსიკალური კარიერის დაწყებაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი