6 გამორჩეული ცოცხალი შესრულება ტინა ტერნერის მუსიკალური შემოქმედებიდან

Billboard მკითხველს ტინა ტერნერის გამორჩეული მუსიკალური ნომრების არქივს სთავაზობს.

მუსიკალურმა ინდუსტრიამ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი როკ ვარსკვლავი დაკარგა – ტინა ტერნერი 24 მაისს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მომღერალი მსმენელის წინაშე არაერთი დასამახსოვრებელი შოუთი და ნომრით წარდგა. 

Billboard მკითხველს ტინა ტერნერის გამორჩეული მუსიკალური ნომრების არქივს სთავაზობს:

1989 წელს ტინა ტერნერი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე იმღერა. ამ წელს ტერნერმა ფილ სპექტორის საპატიო ჯილდო წარადგინა. ცერემონიაზე ტინა ტერნერმა მუსიკალური ნომრები შეასრულა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, ლიტლ რიჩარდი და სხვები. ტერნერის ფინალური მუსიკალური ნომერი River Deep – Mountain High იყო და ეს შესრულება  ცერემონიის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა. 1991 წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ Ike & Tina-ს ვარსკვლავი გაიხსნა, 2021 წელს კი ტერნერმა მუსიკალური ინდუსტრიის ეს მნიშვნელოვანი ჯილდო სოლო არტისტის სტატუსით დაიმსახურა. 

1984 წელს ტინა ტერნერი მუსიკალურ სცენას სოლო შემსრულებლის რანგში დაუბრუნდა და ეს პოპ-კულტურისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. ამ დრომდე ტერნერი მუსიკალური დუეტის Ike & Tina-ს წევრი იყო. მოგვიანებით მომღერალმა თავის ძალადობრივ ქორწინებაზე  საჯაროდ ისაუბრა და გაამხილა, თუ როგორ სცადა თვითმკვლელობა. ტინა ტერნერის ცხოვრების ამ რთულ პერიოდშია ჩაწერილი Proud Mary-ის ცოცხალი შესრულების ეს ვიდეო. Ike & Tina-ს დუეტმა კომპოზიცია იტალიური ტელევიზიის ეთერში 1971 წელს შეასრულეს. 

1990 წელს ტინა ტერნერმა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შოუ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართა. შოუ სპეციალური სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა. 

1948 წელს ათეულობით საკულტო მუსიკოსისაგან შექმნილმა პროექტმა – Band Aid-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ისტორიული კონცერტების სერია გამართა. ამ კონცერტების შემადგენლობაში იყვნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: პოლ მაკარტნი, U2, დევიდ ბოუი, Queen, Led Zeppelin, მადონა და მუსიკალური სამყაროს სხვა ლეგენდები. ფილადელფიაში გამართულ კონცერტზე მიკ ჯაგერმა სცენაზე ტინა ტერნერი მიიწვია. არტისტებმა კომპოზიციები State of Shock და It’s Only Rock ‘n Roll შეასრულეს. 

Nutbush City Limits ტერნერის მუსიკალური შემოქმედებიდან  ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიმღერაა, რომელმაც დროს გაუძლო. 1973 წელს ცნობილი გერმანული სატელევიზიო შოუს – Der Musikladen-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მომღერალმა სწორედ ეს კომპოზიცია შეასრულა.  

80-იან და 90-იან წლებში ტინა ტერნერი ავსტრალიის მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი იყო. ტერნერის სიმღერები ავსტრალიის რაგბის ეროვნულ ლიგასთან ასოცირდებოდა. მომღერლის ტრეკი სახელწოდებით The Best სპორტული შეჯიბრების პრომო ვიდეოების საუნდტრეკი იყო და დღემდე ლიგის არაოფიციალურ ჰიმნად მიიჩნევა. 1993 წელს ტინა ტერნერმა სიმღერა სიდნეის საფეხბურთო სტადიონზე შეასრულა და ეს მის  მუსიკალურ შემოქმედებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ აღარ აპირებს საკონცერტო ტურნეების გამართვას

შემდეგი სტატია

Will Kolak

Newcomers 2023-ის გამარჯვებული ჯგუფი Will Kolak  – Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი