კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან ერთ-ერთ კონფლიქტზე საუბრობს. ამჯერად ჭორზე, რომ მას ქორწინების დროს რომანი ჰქონდა დრეიკთან.
The Kardashians-ის მესამე სეზონში კიმი კრის ჯენერთან ერთად ყოფილი მეუღლის ქმედებებს განიხილავს.
„ადამიანი, რომელსაც უნდა დავეცავი და ახლაც კი ინტერვიუებში ამბობს, რომ მუდამ ჩემი დამცველი იქნება, სინამდვილეში ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად მაზიანებს,” – ამბობს კარდაშიანი. „სწორედ ის იყო, ვინც გაავრცელა ჭორი, რომ მთელი ჩვენი ქორწინების განმავლობაში დრეიკთან ვღალატობდი. Მან ამაში საჯაროდ დამადანაშაულა… ჩემამდე არ დადის, როგორ ფიქრობს, რომ ის ჩემი მცველია. მე კი მასზე ცუდი არასდროს მითქვამს. არ მინდა მასთან საჯარო კონფლიქტში შესვლა.”
შოუს სხვა ეპიზოდებში ვხედავთ მთელ ოჯახს, რომელიც გორგოლაჭებით სახალისო ვიდეოს იღებს ბიონსეს სიმღერაზე Cuff It. ქლოი კარდაშიანი კი ბოლოს და ბოლოს გაამხელს მისი ვაჟის სახელს – ტატუმი, რომელიც მას ივლისში სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა.