საკონცერტო ტურნეს შემდეგ ბიონსე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარსკვლავია. TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, Global Valentino-მ ლონდონში გამართული შოუს დასამახსოვრებელი მომენტი გადაიღო და გააზიარა. ჩანაწერში ბიონსე სათვალეს იხსნის და ვიდეოს ავტორის, ვალენტინოსაკენ ისვრის.
ვალენტინო შოუს მიმდინარეობისას აუდიტორიის წინა რიგში იმყოფებოდა. ვარსკვლავი ამ დროს თავის ცნობილ სიმღერას – Diva-ს ასრულებდა და Off-White-ის ბრენდის სათვალე ეკეთა.
როგორც ვიდეოს ავტორმა გაიხსენა, სათვალის ფლობის გამო გარკვეული დაპირისპირებაც შეიქმნა და დაცვის ჩარევა გახდა საჭირო.
ამის შემდეგ სიმღერის Heated შესრულებისას ბიონსემ კიდევ ერთხელ მოიხსნა სათვალე და ვალენტინოს მიაწოდა. როგორც ვალენტინომ აღნიშნა, მას უთხრეს, რომ სათვალის ფასი დაახლოებით 53 ათასი დოლარია.
Renaissance-ის მსოფლიო ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბიონსეს მსოფლიო ტური შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს. შტატების მასშტაბით კონცერტები გაიმართება ტორონტოში, ჩიკაგოში, ატლანტაში, ჰიუსტონში და სხვა დიდ ქალაქებში. Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნე 27 სექტემბერს, ნიუ-ორლეანში გამართული შოუთი დასრულდება.
ნახეთ TikTok-ზე გამოქვეყნებული ცნობილი ვიდეო, რომელშიც ბიონსე ფანს სათვალეს აძლევს:
@globalvalentino I’m 1 of 1 🐝🪩me and @khal caught the glasses!! best experience ever, this meant so much!❤️🔥#beyonce #renaissanceworldtour #clubrenaissance #globalvalentino ♬ original sound – Global Valentino🗺