თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სეზონის დასკვნითი კონცერტი კონსერვატორიაში

კონცერტი თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და შესრულდა როგორც თანამედროვე ქართველი მუსიკოსების, ასევე მსოფლიო კლასიკოსების ცნობილი ნაწარმოებები. კონცერტს მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. 

მირიან ხუხუნაიშვილი

მირიან ხუხუნაიშვილი:

„ეს კონცერტი დაიგეგმა, როგორც მიძღვნა დავით და ლექსო თორაძეებს. ამავდროულად ეს იქნება ჩვენი სეზონის დასკვნითი კონცერტი. პროგრამა დიდი ხნის წინ გვქონდა დაგეგმილი და ჩვენი ეს პროგრამა უცვლელად ჩაჯდა ფესტივალის ფარგლებში. ეს თიკა რუხაძის ინიციატივა იყო, რომელიც არის ფესტივალის დირექტორი და ამავე დროს ეროვნული სასახლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდული ორკესტრია დაარსებული. ასე მოხდა ჩვენი თანამშრომლობა.”

კონცერტზე ორი პრემიერა შედგა – მიკა მდინარაძის „ლურჯა ცხენები” და კორძის Piano Concertino-ს პირველი ნაწილი, რომლის მეორე და მესამე ნაწილები უკვე აგვისტოში ბერლინში შესრულდება. კონცერტზე ასევე შესრულდა ბერგის „7 ადრეული სიმღერისა” და მოცარტის საკონცერტო არიის საორკესტრო ვერსიები, რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად მოწვეულმა ამერიკელმა სოპრანომ – მარისოლ მონტალვომ შეასრულა.

მიკა მდინარაძე და მირიან ხუხუნაიშვილი

„მარისოლ მონტალვო ჩვენ გავიცანით გასული წლის ოქტომბერში ბერლინში. Მან შეასრულა მიკა მდინარაძის Kyrie Eleison ბერლინის კონცერტჰაუს ორკესტრთან მაესტრო ეშენბახის დირიჟორობით. შემდეგ იმღერა მალერის მეოთხე სიმფონია. ძალიან მომეწონა მისი ხმა, მისი მუშაობა, დამოკიდებულება მუსიკასთან და  პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიწვიე საქართველოში და მარისოლიც სიხარულით დაგვთანხმდა. და რამდენადაც მე ვიცი და ასევე ჩემმა კოლეგებმაც, ეს ნაწარმოებები, რომლებსაც მარისოლთან ერთად ვასრულებთ, საქართველოში აქამდე ჯერ არ შესრულებულა.”

მარისოლ მონტალვო

კონცერტი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სეზონის ბოლო ღონისძიებაა. მცირე პაუზის შემდეგ კი ორკესტრი მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის მზადებას დაიწყებს.

„ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენს გეგმებში და რასაც ამდენი წელია ველოდებით – 19 აგვისტოს ახალგაზრდული ორკესტრის დებიუტი შედგება ბერლინის ყველაზე მნიშვნელოვან დარბაზში  კონცერტჰაუსში – Young Euro Classic ფესტივალის ფარგლებში. ახლა თვე-ნახევარი ვისვენებთ და ივლისის ბოლოდან უკვე დავიწყებთ ამ თარიღისთვის მზადებას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სასამართლომ ოდეკოლონის ბრენდს ჯეი-ზისთვის 6.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

შემდეგი სტატია

ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი