ფესტივალი „თბილისი-რიტმი” 2023

ფესტივალი კაილ ისტვუდის კვინტეტმა გახსნა.

24 ივნისს ფესტივალი „თბილისი-რიტმი” დაიწყო. ფესტივალი კაილ ისტვუდის კვინტეტმა გახსნა პროექტით Eastwood Symphonic, რომელიც კლინტ ისტვუდის კინომუსიკის ახალ ვერსიებს აერთიანებს. 

ანი ლაღიძე – ფესტივალის დამფუძნებელი:

„კაილ ისტვუდის კვინტეტი უკვე მეორედ სტუმრობს ჩვენს ფესტივალს. ამ პროექტის პრემიერას მე თავად დავესწარი ლიონში და აღტაცებული ვიყავი. ჩემი ამბიცია იყო, რომ ის თბილისში ჩამომეტანა. არანჟირება და გაორკესტრება ეკუთვნის ჩვენ მიერ მოწვეულ დირიჟორს, გრემის მფლობელ გასტ ვალცინგს. ეს რაც შეეხება ფესტივალის გახსნას. დახურვაზე კი გადავწყვიტეთ, ორი პროგრამა შეგვეერთებინა – ქართული პოლიფონიური მუსიკის ანსამბლი „იბერი”, რომელსაც აქამდე საქართველოში კონცერტი არ ჰქონია, რადგან სულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობენ. და ასევე ფესტივალს დახურავს ბრაზილიელი ვირტუოზი მანდოლინისტი ჰამილტონ დე ჰოლანდა. ჩემი დიდი სურვილი და ინტერესი იყო, რომ ქართული პოლიფონია დახვედროდა ბრაზილიურ მუსიკალურ ჟანრს, რასაც ჰქვია ბოსა-ნოვა.”

ფესტივალი „თბილისი-რიტმი” 2017 წელს დაარსდა. 2020 წლიდან კი ის ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის სოსო ლაღიძის სახელს ატარებს. წელს „თბილისი-რიტმი” ორი საფესტივალო დღისგან (24 და 28 ივნისი) შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kaleo და Rejjie Snow Tbilisi Open Air-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2023 – დასკვნითი დღე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი