მომღერალ და მსახიობ ჯეინ ბირკინს მუსიკალური და სასიყვარულო პარტნიორობა ცნობილ არტისტ სერჟ გეინსბურგთან აკავშირებდა. მათი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი იყო Je T’aime,…Moi Non Plus.
ჯეინ ბირკინის კარიერა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ Blowup-ით დაიწყო. 1968 წელს იგი სერჟ გეინსბურგს შეხვდა, რაც მათი მრავალწლიანი მუსიკალური და სასიყვარულო ურთიერთობის საწყისი აღმოჩნდა.
დუეტმა სადებიუტო ალბომი Jane Birkin/Serge Gainsbourg (1969) გამოუშვა.
ჯეინ ბირკინს უამრავ ბრიტანულ და ფრანგულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1980 წელს გეინსბურგთან დაშორების შემდეგ ჯეინ ბირკინმა სამსახიობო და მუსიკალური კარიერა განაგრძო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული დამოუკიდებელ საავტორო ფილმებში და გამოცემული აქვს სოლო ალბომები. 2016 წელს მან ოსკარზე ნომინირებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში La femme et le TGV ითამაშა.
ბირკინი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და თანამშრომლობდა ორგანიზაცია Amnesty International-თან. მან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით 2001 წელს ბრიტანეთის დედოფლისგან ჯილდოც კი მიიღო. სწორედ აღნიშნულ საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით იგი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2010 წელს საქართველოსაც ეწვია.
ჯეინ ბირკინი საფრანგეთში ცხოვრობდა მას სამი შვილი ჰყავს: ფოტოგრაფი კეიტ ბერი, მსახიობი და მომღერალი შარლოტ გეინსბურგი და მუსიკოსი ლუ დუაიონი.
ჯეინ ბირკინი პარიზში, 16 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.