Wonka-ს რეჟისორი ამბობს, რომ ტიმოთი შალამეს ფილმისთვის სინჯები არ გაუვლია

„ის ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს გონებაში, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო.”
ტიმოთი შალამე ფილმში Wonka
Warner Bros. Picture

ფილმ Wonka-ს რეჟისორის, პოლ კინგის თქმით, ტიმოთი შალამეს ფილმისთვის სინჯები არ გაუვლია. როლზე დასამტკიცებლად მხოლოდ მსახიობის სკოლის დროინდელი მუსიკალური ვიდეოები აღმოჩნდა საკმარისი. 

„ეს პირდაპირი შეთავაზება იყო, რადგან იგი ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს გონებაში, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო,” – უთხრა კინგმა Rolling Stones-ს. Warner Bros როლზე ბევრ კანდიდატს მოიაზრებდა, დაწყებული დოლანდ გლოვერით, დასრულებული რაიან გოსლინგითა და ეზრა მილერით. კინგი კი მხოლოდ შალამეთი იყო დაინტერესებული. თუმცა უნდა დარწმუნებულიყო, რომ მსახიობს სიმღერა და ცეკვაც შეეძლო.

„მისი სკოლის დროინდელი მუსიკალური ვიდეოები Youtube-ზე დევს  და ასიათასობით ნახვა აქვს. ასე რომ, ვნახე, რომ მას სიმღერაც და ცეკვაც კარგად შეეძლო. როცა მას ვესაუბრე, დიდი შემართებით დამხვდა და მითხრა: „მინდა, ხალხს ვანახო, რომ ამის გაკეთება შემიძლია.”

Wonka – კინოთეატრებში 15 დეკემბერს გამოვა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი ოფიციალური ტრეილერი და კადრები, სადაც  ტიმოთი შალამე ასახიერებს პერსონაჟს, რომელიც პირველად ჯინ უაილდერმა 1971 წელს ითამაშა. 

„1971 წლის ფილმი, იმის გამო, რომ ასეთი ხნიერი ვარ, ბავშვობიდან მახსოვს. ყოველთვის მიყვარდა მისი სიმღერები. ასე რომ, ამას დიდი ფიქრი და ძალისხმევა არ დასჭირვებია, რომ ჩემს ფილმშიც ბევრი სიმღერა უნდა ყოფილიყო,” – აღნიშნა კინგმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეჟისორს მსგავსი რამ აქამდე არასდროს გაუკეთებია. „ფილმებში ყოველთვის მქონდა მუსიკა, მაგრამ ის, რომ მუსიკალური რიგი გამეკეთებინა, ეს ახალი გამოწვევა იყო. და რადგანაც მოქმედება გვიან 40-იან წლებში ხდება, ეს ჩემთვის პატივის მიგება იყო MGM-ის მიუზიკლების ოქროს ხანისთვის.”

კინგის თქმით, Wonka-ს მელ სტიუარტის მიერ გადაღებული ფილმის Wilder Willy Wonka & the Chocolate Factory-ს კომპანიონად მიიჩნევს, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია როალდ დალის 1964 წლის ნოველაზე Charlie and the Chocolate Factory.

ნახეთ Wonka-ს ტრეილერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ 2024 წლის გრემის დაჯილდოების სამი ახალი კატეგორია

შემდეგი სტატია

Beach Boys ანთოლოგიურ წიგნს მცირე ტირაჟით გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი