3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით 11 ადამიანია დაღუპული.
Black Sea Arena-მ 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, ამის შესახებ Black Sea Arena-მ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა, რასაც „Billboard საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ:
„შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.
ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე.
Black Sea Arena-ს გუნდი.“