რობი რობერტსონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

The Band-ის თანადამფუძნებელი, ლეგენდარული გიტარისტი და კომპოზიტორი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რობი რობერტსონი
Michael Putland/Getty Images

Რობი რობერტსონი, გიტარისტი, კომპოზიტორი და The Band-ის სოლისტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მუსიკოსი 80 წლის იყო.

ინფორმაცია რობერტსონის მენეჯერმა ჯარედ ლევინმა გაავრცელა: „ბოლო წუთებში რობისთან მისი ოჯახი იყო: მეუღლე ჯანეტი, ყოფილი მეუღლე დომინიკი და შვილები – ალექსანდრა, სებასტიანი და დელფინი. Რობის ასევე დარჩა 5 შვილიშვილი. ოჯახის თხოვნით, ყვავილების ნაცვლად, თანხა SIX NATIONS OF THE GRAND RIVER-ს შესწირეთ.”

რობერტსონმა გიტარაზე დაკვრა 10 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლის ასაკში კი დრამერ ლევონ ჰელმს შეუერთდა ბენდში Hawks. 1965 და 1966 წლებში ბენდი ბობ დილანთან ერთად მის ლეგენდარულ Going Electric ტურნეში უკრავდა. შემდეგ კი Hawks-მა სახელი შეიცვალა და გახდა The Band.

სწორედ Რობი რობერტსონი იყო ავტორი The Band-ის პირველი 4 ჰიტისა, რომელიც Billboard-ის „ცხელ ასეულში” შევიდა. The Weight, Up on Cripple Creek, Rag Mama Rag და Time to Kill.  მას ეკუთვნის ასევე ჯოან ბაეზის ყველაზე ცნობილი ჰიტი The Night They Drove Old Dixie Down, რომელიც 1971 წელს „ცხელი ასეულის” მესამე ადგილზე გავიდა. 

1976 წელს The Band დაიშალა. Ბენდმა გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა სახელწოდებით The Last Waltz, რომელსაც ისეთი ვარსკვლავები შეუერთდნენ როგორებიც არიან ბობ დილანი, ერიკ კლეპტონი, ვან მორისონი, ნილ იანგი და სხვები. კონცერტის შესახებ მარტინ სკორსეზემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. The Last Walt-ის საუნდტრეკი 1978 წელს გამოვიდა და Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის მე-16 ადგილი დაიკავა. 

რობერტსონი წერდა კინომუსიკასაც. ის არის ავტორი მუსიკისა სკორსეზეს ფილმებისთვის Raging Bull, King Of Comedy და The Color Of Money. ასევე ეკუთვნის მუსიკა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა American Beauty,  Gangs Of New York, Shutter Island, The Wolf of Wall Street  და სხვები. 

რობერტსონის პირველი სოლო ალბომი 1987 წელს გამოვიდა. მეექვსე და ბოლო ალბომი Sinematic კი – 2019-ში.

The Band შესულია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. რობი რობერტსონი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემიზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კაილი მინოუგი მადონას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

შემდეგი სტატია

როდრიგესი, ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის Searching For Sugar Man-ის მთავარი გმირი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი