ანდრეა ბოჩელის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

ფილმს მაყურებელი მომავალ წელს იხილავს
ანდრეა ბოჩელი - ფოტო: ლუკა როზეტი
ანდრეა ბოჩელი – ფოტო: ლუკა როზეტი

24 აგვისტოს კომპანია Entertainment One-მა განაცხადა, რომ იტალიელი სუპერვარსკვლავის ანდრეა ბოჩელის შესახებ დოკუმენტურ ფილმს დააფინანსებს.

დოკუმენტურ ფილმ Because I Believe-ს იტალიასა და ამერიკაში გადაიღებენ. ფილმი 64 წლის მომღერლის ანდრეა ბოჩელის მუსიკალურ ნიჭსა და პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ფილმს იტალიელი რეჟისორი კოსიმა სპენდერი გადაიღებს, აღმასრულებელი პროდიუსერები თავად მუსიკოსი ანდრია ბოჩელი, მისი მეუღლე ვერონიკა ბოჩელი და სკოტ როჯერსიც იქნებიან. 

„დიდი პრივილეგიაა, როდესაც სხვა ადამიანის სამყაროს აღსაწერად გიწვევენ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ადამიანი ანდრეა ბოჩელია.  მე და ანდრეა ბოჩელის ბევრი რამ გვაკავშირებს, ჩვენ ტოსკანას რეგიონში ერთსა და იმავე სოფლელში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იუმორის გრძნობა, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება და  ერთი და იგივე ადგილისადმი მიჯაჭვულობა გვაერთიანებს.“-ამბობს კოსიმა სპენდერი.

„ეს ფილმი მსოფლიოს უსაყვარლესი ტენორის ცხოვრების შესახებ გვიყვება. ჩემთვის დიდი პატივია ანდრეასთან, მის ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან მუშაობა. ასევე დიდი პატივია ამ უნიკალურ პროექტზე რეჟისორ კოსიმა სპენდერთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა.“ – თქვა  ფილმის პროდიუსერმა იან იანგჰასბენდმა.

დოკუმენტური ფილმი  Because I Believe უკვე წარმოებაშია და მისი გამოშვება მომავალ წელს იგეგმება. ფილმის პრემიერა  ანდრეა ბოჩელის მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის ოცდაათი წლის იუბილეს დაემთხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

nana.ios -ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

nana.ios  – მუსიკალური კალეიდოსკოპი

შემდეგი სტატია

ედ შირანი - ფოტო: ენი ლებოვიცი

ედ შირანი შემოდგომას ახალი ალბომით Autumn Variations ხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი