nana.ios  – მუსიკალური კალეიდოსკოპი

„ყველას აქვს რაღაც, რისგანაც ცხოვრებაში დიდ სიამოვნებას იღებს. ამის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გსიამოვნებს ის უნდა აკეთო – ეს იყო ჩემთვის მუსიკა.”- nana.ios
nana.ios -ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
nana.ios -ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნანა იოსელიანი სასცენო სახელით nana.ios მულტიმედია არტისტია, რომელიც წლებია ბერლინში მოღვაწეობს. მისი მრავალფეროვანი და ექსპერიმენტული მუსიკა ვიზუალურ გამომსახველობასთან ერთად შთამბეჭდავ სინთეზს ქმნის. 

არტისტის შემოქმედება პოპის, სინთ-პოპის და ექსპერიმენტული მუსიკის ნაზავია, რომელიც საერთო ჯამში მელოდიურ, ლაღ ჟღერადობას და დადებით ემოციურ განწყობას აერთიანებს. 

ნახეთ, „Billboard საქართველოს” ინტერვიუ მულტიმედია არტისტთან – nana.ios 

nana.ios – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მუსიკა და პირველი შეგრძნებები

მუსიკასთან პატარაობიდანვე მქონდა შეხება, სიმღერის კურსებზე დავდიოდი, პიანინოზეც, მაგრამ მერე, როცა გავიზარდე, უფრო ვიზუალურ ხელოვნებას გავყევი. კინომ დამაინტერესა, რადგან ვფიქრობდი, აქ მუსიკოსობა განვითარებადი ამბავი ვერ იქნებოდა და ამ მხრივ გულგატეხილიც ვიყავი. 21 წლის ასაკში  გერმანიაში წავედი, ბერლინში ცხოვრება დავიწყე და ის სურვილი, რომელიც აქ რაღაცნაირად მოვიკალი, იქ უცბად ხელახლა გაცოცხლდა. ამ მხრივ მომეცა სრული თავისუფლება. რვა საათი რომ იმუშავებდი შენი თავისთვის, კიდე გქონდა რვა და მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მუსიკალური პროგრამა Ableton გადმომეწერა, ესეც მოვიქეცი და ნელ-ნელა ყველაფრის აღმოჩენა  დავიწყე. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა თვითონ საუნდი იყო, თუ როგორ მუშაობდა, ან როგორ შემეძლო, რომ ტრეკი დამეწერა. თუმცა პირველი და ალბათ მაინც ყველაზე მეტად რაც მინდოდა იყო ის, რომ  DJ ვყოფილიყავი, მაინც თბილისური ელექტრონული მუსიკის გავლენა დიდი იყო, მაგრამ მერე პოპ მუსიკაში აღმოვჩნდი, რასაც ვწერდი, პოპი გამოდიოდა. მგონია, რომ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სასწავლი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. ამ მხრივ გავიზარდე და ჯერ კიდევ ვსწავლობ.

მუსიკის წერის პროცესი

მუსიკა ხანდახან შეიძლება სიმღერით მოვიდეს, რაღაც მელოდია, რომელსაც ვღიღინებ, უცებ იმის გადმოტანა მომინდეს, შეიძლება დამესიზმროს, შეიძლება რაღაც მომენტში დავჯდე და  ძებნა დავიწყო, რაც მესიამოვნება იმას გავყვე, ან ხანდახან ხდება ხოლმე, რომ რიტმი მოდის… ეს იმაზეა დამოკიდებული დამდენად ხშირად ვაკეთებ მუსიკას, ან რა სიტუაციაში ვარ, ინსპირაციას რა მაძლევს და მერე ყოველთვის ვპოულობ დროს, რომ დავჯდე და დავწერო ტრეკი და შესაბამისი საუნდიც ვიპოვო, არანჟირებაც გავუკეთო. ტექსტი ყოველთვის ბოლოს მოდის.

nana.ios – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

პირველი ინსტრუმენტი

პირველი შეხება პიანინოსთან მქონდა და მგონია, რომ სანამ აქ ვარ და ცოცხალი ვარ, პიანინო ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი იქნება. ბავშვობაში სახლში პიანინო სულ გვქონდა და ძალიან მიყვარდა. ყოველთვის ვპოულობდი დროს, რომ დავმჯდარიყავი და ჩემთვის დამეკრა. ახლა ეს ამბავი ძალიან სასიამოვნოდ გრძელდება. ყველაზე საინტერესო და უსასრულოდ აღმოუჩენელი ინსტრუმენტი ჩემთვის არის ეს.

The Way of Joy – პირველი ალბომი და გზა რომელიც სიამოვნებას განიჭებს

ალბომზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. რთული მაგრამ ამავდროულად საოცრად სასიამოვნო… რაღაცნაირად შეგრძნებას მაძლევდა, რომ რაღაც შემეძლო შემექმნა, რომელსაც თავისი დასაწყისი, ისტორია, გაგრძელება და წვრილმანი დეტალები აქვს. თითქოს ცალკე პიროვნებაა ეს ყველაფერი. ყველას აქვს რაღაც, რისგანაც ცხოვრებაში დიდ სიამოვნებას იღებს, ამის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გსიამოვნებს ის უნდა აკეთო… ეს იყო ჩემთვის მუსიკა. მუსიკის კეთება როცა დავიწყე, როცა გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, დაღლილზეც და დამშვიდებულზეც ვჯდებოდი და ვიწყებდი მუსიკის წერას. მივხვდი, რომ ეს არის ის გზა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და შესაბამისად მინდოდა ამის სხვებისთვის გაზიარებაც.

იმიჯი და ვიზუალიზაცია

Nana.ios კინოსადმი სიყვარულმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგმა სწორედ მუსიკაში პოვა ასახვა. მისი ნამუშევრები მედიუმების ფართო სპექტრს მოიცავს: კინო, მხატვრობა, გამომხატველი ვიზუალი და ქორეოგრაფია საერთო ჯამში საინტერესო მუსიკალურ ჰორიზონტს და ხმოვან პეიზაჟებს ქმნის.

nana.ios – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ვიზუალური ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და სულ მაინტერესებდა ფოტო, ვიდეო, კოსტიუმების ხელით შექმნა, მხოლოდ ერთ მუსიკაში ვერ ვრჩები. მუსიკა იმის საშუალებას მაძლევს, რომ დანარჩენი ინტერესები რაც მაქვს, მუსიკასთან ერთად განვავითარო. აღმოვაჩინო ის პერსონაჟები, რომელიც თითოეულ ტრეკს, ალბომს ან EP-ის შეესაბამება. კოლაბორაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს დიზაინერებთან, ვიზუალურ არტისტებთან შეთანხმებით აკეთო რაღაცები, მაგრამ განსაკუთრებით დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანმა აქტიურად აღმოაჩინოს არამარტო აზრობრივად რა არის მისი ფუძე, არამედ ვიზუალურად, იმიტომ რომ ვიზუალიზაცია შემოქმედებითობის ერთ-ერთი დიდი და განსაკუთრებული ნაწილია და ამ ყველაფრის გადმოტანა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. იმის შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი და ბევრი მაქვს აღმოსაჩენი, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

მოისმინეთ nana.ios სიმღერა Under The Light

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

4D MONSTER LOBSTERS – ინტერვიუ ლობსტერებთან

შემდეგი სტატია

ანდრეა ბოჩელი - ფოტო: ლუკა როზეტი

ანდრეა ბოჩელის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი