ელტონ ჯონი საავადმყოფოდან გამოწერეს

76 წლის მომღერალს საფრანგეთში ვილაში ფეხი დაუცურდა და მსუბუქი ტრავმა მიიღო
სერ ელტონ ჯონი, 2023 წლის 27 მარტი, ლონდონი. ფოტო: მაქს მუბი
სერ ელტონ ჯონი, 2023 წლის 27 მარტი, ლონდონი. ფოტო: მაქს მუბი

ელტონ ჯონი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ დღეში გამოწერეს.  მუსიკოსს 27 აგვისტოს ვილაში ფეხი დაუცურდა და მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოს მიმართა.  „ელტონი საფრანგეთში, ადგილობრივ საავადმყოფოს უსაფრთხოების მიზნით ეწვია. იგი მეორე დღესვე გამოწერეს, ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს.“ – განუმარტა Billboard-ს მუსიკოსის პრეს-სპიკერმა.

სერ ელტონ ჯონი წლებია კოჭლობს,  გერმანიის აეროპორტში იგი ეტლითაც შენიშეს. თუმცა ელტონ ჯონმა თაყვანისმცემლებს განუმარტა, რომ  ორსაათიანი შოუს შემდეგ აეროპორტში საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაევლო რათა თვითმფრინავამდე მისულიყო, სწორედ ამიტომ ეტლით ისარგებლა. 

მუსიკოსს ფეხის ტრავმის გამო მსოფლიო ტურნეს გადადებაც მოუწია, ექიმების თქმით იგი ოპერაციას საჭიროებდა. ელტონ ჯონმა 2018 წელს დაწყებული ტურნე Yellow Brick tour მიმდინარე წლის ივლისში დაასრულა. ტურნეს ფარგლებში მუსიკოსმა 330 შოუ გამართა, კონცერტებს ჯამში ექვსი მილიონი მსმენელი დაესწრო. 

Billboard Boxscore-ის ისტორიაში ელტონ ჯონმა ყველაზე შემოსავლიანი ტურნეს სტატუსი მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი სელენა გომესის ახალ მუსიკალურ ვიდეოს გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი