რიანა Fenty x Puma-ს ახალი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინით დაბრუნდა

ფეხსაცმელი ბავშვის ზომებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
რიანა FENTY x PUMA-ს ჩვენებაზე 2016 წელს
Pascal Le Segretain/Getty Images for Fenty x Puma

Რიანა და „პუმა” ერთობლივ ბიზნესში დაბრუნდნენ. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალმა ფეხსაცმლის ბრენდ Fenty-ს დაბრუნება ახალი სნიქერსით დააანონსა. სპორტული ფეხსაცმლის სახელწოდებაა Avanti.

რიანამ სოციალურ მედიაში ახალი პროდუქტი წარადგინა, რომელიც გაყიდვაში 15 სექტემბრიდან გამოვა. ფეხსაცმელს რეკლამას თავად მომღერალი უკეთებს. „ჩვენ დავბრუნდით…” – წერს რიანა. „წარმოგიდგენთ Avanti-ს #FENTYxPUMA.”

Რიანამ სარეკლამო ვიდეოც დაპოსტა, სადაც ფეხსაცმლის ორი სხვადასხვა მოდელი  ჩანს. ერთი მათგანი შავი, ხოლო მეორე მბრწყინავი ვერცხლისფერი მასალითაა შექმნილი. ორივე მათგანს წინ Fenty x Puma-ს ლოგო აქვს დატანილი. „ვოგის” თანახმად, ფეხსაცმელი შთაგონებულია „პუმას” ძველი დიზაინებით, კონკრეტულად კი, King football და Easy Rider running მოდელებით.

Fenty-სა და „პუმას” თანამშრომლობა 2015 წლიდან იწყება. Მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში ბრენდებმა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არაერთი დიზაინი შექმნეს. 2017 წელს კი მათი თანამშრომლობა დროებით შეჩერდა, რადგან რიანამ მუშაობა Fenty Beauty-სა და Savage x Fenty-ის მიმართულებით განაგრძო. 

„ეს ოჯახის შეკრებას ჰგავს,” – აღნიშნავს რიანა. „პუმასთან დაბრუნება, ახლა უკვე დედის ამპლუაში, ახალი პერსპექტივებისა და იდეების განხორციელების საშუალებაა.”

ერთ-ერთი ასეთი ახალი პერსპექტივა ფეხსაცმლის ზომების დიაპაზონია. სტანდარტულ ზომებთან ერთად Avanti ბავშვის ზომებშიც იქნება ხელმისაწვდომი. „ამჯერად ჩვენი ნამუშევრები ბავშვებზეც განვავრცეთ, რადგან მე ეგოისტურად მინდა, რომ ჩემს ბიჭებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც მათ დედასა და მამას აცვიათ ან ქმნიან,” – დაამატა რიანამ. 

ნახეთ რიანას პოსტები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში, შერილ ქროუ და სხვა მუსიკოსები იარაღით ძალადობის საწინააღმდეგო კოალიციას უერთდებიან

შემდეგი სტატია

დრეიკმა კონცერტების დროს სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი