BIAFF- ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალი 24 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

17 სექტემბერს ბათუმში უკვე ტრადიციად ქცეული ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული და უცხოური ფილმების კინოჩვენებებს დაესწრონ. Ჩვენებები კინოთეატრ აპოლოსა” და ევროპის მოედანზე მოწყობილ ღია სივრცეში მიმდინარეობს. წელს ეს BIAFF-ის რიგით მე-18 საფესტივალო წელია. ფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, როგორც საკონკურსო სექციებს, ასევე არასაკონკურსო ჩვენებებს მოიცავს. 

ზვიად ელიზიანი – BIAFF-ის მენეჯერი:

„გვაქვს ორი საკონკურსო სექცია. პირველი, ეს არის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც 10 ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის იქნება ორი ახალი ქართული ფილმის პრემიერაც: თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი” და ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი”. მეორე კი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორია. ამ სექციაში სულ 20 ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 5  ქართული. გარდა ამისა, გვაქვს ტრადიციული არასაკონკურსო კატეგორიები: „ქართული პანორამა”, სადაც ათამდე ქართული ფილმია წარმოდგენილი როგორც მხატვრული, ასევე მოკლემეტრაჟიანი. ასევე „დიდოსტატთა კოლექცია”, სადაც ცნობილი კინორეჟისორების ბოლო ფილმები იქნება ნაჩვენები. მათ შორის ისეთი რეჟისორების, როგორებიც არიან ქრიშტოფ ზანუსი, მარკო ბელოკიო და სხვები. ისევ გვექნება კატეგორია „ფოკუსი უკრაინა” და განვაგრძობთ თანამშრომლობას CINEDOC-თანაც. ფესტივალზე ისინი დოკუმენტურ პროგრამას წარმოადგენენ.”

„მოქალაქე წმინდანი”

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. მხატვრული ფილმების კატეგორიაში 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის გიორგი ოვაშვილი ხელმძღვანელობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციას კი სამკაციანი ჟიური შეაფასებს თამარ ბართაიას ხელმძღვანელობით. გამარჯვებულები ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. 

„გარდა იმისა, რომ გამოცხადდება გამარჯვებული ფილმები, ჩვენ გვაქვს ასევე სპეციალური პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც წელს ორ ქართველს გადაეცემა: ზურა ყიფშიძეს – მსახიობს და ზურა მახათაძეს, რომელიც ათწლეულებია ქართულ კინოარქივს კურირებს და დიდი წვლილი მიუძღვის მის შენარჩუნებაში. ასევე წელს ჩვენ გვეყოლება სპეციალური სტუმარი და გვინდოდა, ფესტივალის სახელით მისთვისაც გადაგვეცა პრიზი. ეს არის ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ქალი შემსრულებელი გიული ჩოხელი. BIAFF მას სპეციალურ პრიზს გადასცემს.

წელს BIAFF ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით ლოტო” გაიხსნა, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ფესტივალის დახურვა კი 24 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით შედგება და BIAFF მაყურებელს, ტრადიციულად, მომავალ სექტემბრამდე დამეშვიდობება. 

„BIAFF უკვე სექტემბრის ტრადიციული, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა გახდა. ყოველთვის Ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს და ყველა ის ფილმი, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ, ფაქტობრივად, პრემიერაა საქართველოში. მით უმეტეს, ეს ფილმები, როგორც წესი, შემდგომ არ გადის კინოგაქირავებაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა კინომოყვარულისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ მხრივ. მათ ასევე აქვთ საშუალება, უშუალოდ შეხვდნენ ამ ფილმების ავტორებს, გაესაუბრონ, დაუსვან შეკითხვები. თითქმის ყველა ქართული ფილმის ავტორია ჩამოსული და უცხოელი რეჟისორებიდანაც რამდენიმე ესწრება თავისი ფილმის ჩვენებას. ასე რომ, აქტიურობა საკმაოდ დიდია. ზოგადად, BIAFF-ს უკვე თავისი აუდიტორია ჰყავს და ძალიან ელოდებიან ხოლმე, განსაკუთრებით თვითონ ბათუმელები. საერთაშორისო მასშტაბითაც ამ 18 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო კონტაქტები დაგვიგროვდა. უცხოელი რეჟისორების მეშვეობითაც, ვინც ჩამოდის ჩვენს ფესტივალზე, რა თქმა უნდა, ვრცელდება ინფორმაცია კინო და საფესტივალო წრეებში და შეიძლება ითქვას, რომ ბათუმსაც უკვე თავისი ადგილი უჭირავს კინოფესტივალების რუკაზე. ეს არ არის ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორც, ვთქვათ, ბევრი ევროპული ფესტივალია, მაგრამ რეგიონში თავის როლს – იქნება ეს კინოს განვითარება თუ ქალაქისა და რეგიონის პოპულარიზაცია – ნამდვილად ასრულებს და ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.”

ფესტივალის კინოსეანსების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბონი ტაილერის - Total Eclipse of the Heart Bonnie

ბონი ტაილერის სიმღერის Total Eclipse of the Heart  ვიდეოს Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ლიზა ყენიამ პროექტით Elizabeth Frisky, მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
მეტი