სექტემბრიდან „Billboard საქართველო“ მკითხველს ახალ ვიდეო რუბრიკას სთავაზობს – სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები საყვარელ ალბომებს, კომპოზიციებს, არტისტებს და სხვა მუსიკალურ რეკომენდაციებს გაგვიზიარებენ.
რუბრიკის პირველი ეპიზოდის სტუმარი ნატალია ყიფშიძეა. ნატალიას სოციალური ქსელების მომხმარებლები და სერიალების მოყვარულები კარგად იცნობენ. გარდა იმისა, რომ ნატალია კონტენტ კრეატორია, ის ჰიტად ქცეულ ქართულ სერიალში, სახელწოდებით „ცვალებადი ნიშნები“ გამოჩნდა. ნატალია ახალი თაობის მსახიობების ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელმაც ცნობადობა ეკრანზე გამოჩენისთანავე მოიპოვა. ნატალიას გამომწერებისათვის ცნობილია, რომ ის მელომანია და მუსიკალური სფერო მისთვის საკმაოდ ახლობელია.
„Billboard საქართველოს“ ნატალიამ თავისი რჩეული 5 მუსიკალური ალბომი გაუზიარა: