Blink-182-ს ახალი სინგლი და ვიდეო One More Time, რომელიც ბენდის ისტორიას ასახავს

ჯგუფმა სინგლთან ერთად ახალი სიმღერა – More Than You Know გამოსცა.


ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ეს Blink-182 პირველი სტუდიური ალბომია. ჯგუფი კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას და 21 სექტემბერს ერთის მაგივრად ორი ახალი სინგლი გამოუშვეს.

ტრიომ ახალი მუსიკალური ვიდეოც გამოაქვეყნა One More Time, რომელიც Blink 182-ს ალბომის სათაურიცაა. კლიპში ჯგუფის სამივე წევრი სიმღერას ერთ ოთახში ასრულებენ. სადაც ფონად ბენდის ცნობილი მუსიკალური კლიპების ეპიზოდები ჩანს. 

ტომ დელონჯი და მარკ ჰოპისი რიგრიგობით მღერიან. ტექსტში ბენდის გულწრფელი გზავნილები ისმის. ისინი მღერიან იმ მომენტებზე, რა დროსაც ერთმანეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბენდი ერთად ბარკერის ავიაკატასტროფამ და ჰოპისის სიმსივნის დიაგნოზმა შეკრიბა. 

Blink-182-ს მეორე ახალი სიმღერა More Than You Know ასევე სენსიტიურ თემებს ეხება, თუმცა ენერგია და გიტარის რითმები აქ უფრო მკვეთრად იგრძნობა. ტრეკი ლირიკული ვიდეოთი ამავე დღეს გამოვიდა.

ორივე სიმღერა Blink-182-ს ახალი სტუდიური ალბომიდან One More Time არის, რომელიც 20 ოქტომბერს გამოვა.

ნახეთ ახალი სინგლი და ვიდეო კლიპი One More Time და სიმღერა More than You Know

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტი Astroworld-ის საქმეზე საათების განმავლობაში იკითხებოდა

შემდეგი სტატია

Lost Luggage –  ანუშკა ჩხეიძის პირველი EP

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი