დრეიკის 6 წლის ვაჟმა სადებიუტო სიმღერა გამოსცა

ედონისის პირველ ვიდეოკლიპში თავად დრეიკიც ჩანს.
დრეიკი და მისი ვაჟი ედონისი
Cole Burston/Getty Images

დრეიკის შვილმა მუსიკის შექმნა დაიწყო. რეპერის 6 წლის ვაჟმა ედონისმა არტისტ სოფი ბრუსოსთან ერთად სადებიუტო სიმღერა გამოსცა, სახელწოდებით My Man Freestyle.

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ვაჟო… MY MAN FREESTYLE უკვე გამოვიდა,” – დაწერა დრეიკმა ინსტაგრამზე ედონისის დაბადების დღიდან რამდენიმე დღის შემდეგ და შვილის ვიდეოკლიპი გააზიარა.

Სიმღერის კრედიტებში კომპოზიციის ავტორად პროდიუსერ ლილ ესოსთან ერთად თავად ედონისია მითითებული. სიმღერაში 6 წლის რეპერი აღწერს დღეს, როცა მას კალათბურთის თამაში აქვს. ვიდეოკლიპის ერთ-ერთ სცენაში იგი თანაგუნდელების წინაშე სამოტივაციო სიტყვით გამოდის: „უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ. უკეთ ვისროლოთ. უკეთ უნდა ვითამაშოთ,” – ამბობს ედონისი აპლოდისმენტების ფონზე. 

კლიპში რამდენჯერმე ჩანს თავად დრეიკიც, რომელიც ამ ეტაპზე Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის პირველ ადგილზეა.  

ცოტა ხნის წინ ედონისმა მონაწილეობა მიიღო დრეიკის მუსიკალურ კლიპში 8AM in Charlotte, რომელიც სწორედ მამა-შვილის საუბრით იწყება. კლიპი ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა. სექტემბერში კი დრეიკმა გაამხილა, რომ ალბომის For All the Dogs ყდას მისი შვილის მიერ დახატული წითელთვალებიანი ძაღლი გააფორმებდა.

ნახეთ ედონისის My Man Freestyle:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი Europalia წელს საქართველოს ეძღვნება

შემდეგი სტატია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ჯაზის მიმართულების 10 წლის იუბილე აღნიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების" ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი