ედ შირანმა The Killers -ის სიმღერა Mr. Brightside  ბრენდონ ფლაუერზთან ერთად შეასრულა

სცენაზე The Killers-ის ფრონტმენის ბრენდონ ფლაუერზის წარდგენისას ედ შირანმა იხუმრა: “შევასრულებთ სიმღერას, რომელიც ჩემი ქვეყნის ნაციონალურ ჰიმნს ჰგავს.“
ედ შირანი 2023 წლის 29 აპრილს ნიუ ოლეანში, ფოტო: ტიმ მოსენფელდერი
ედ შირანი 2023 წლის 29 აპრილს ნიუ ოლეანში, ფოტო: ტიმ მოსენფელდერი

28 ოქტომბერს ლას-ვეგასში Allegiant-ის სტადიონზე ედ შირანის ტურნეს ფარგლებში კონცერტი გაიმართა. კონცერტის დროს ედ შირანმა მოულოდნელად The Killers-ის ფრონტმენი ბრენდონ ფლაუერზი სცენაზე მოიწვია. 

მუსიკოსებმა Killers-ის კლასიკად აღიარებული სიმღერა Mr. Brightside შეასრულეს, რომელიც 2005 წელს Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა. 

The Killers-ის ფრონტმენის წარდგენისას, შირანმა იხუმრა: “შევასრულებთ სიმღერას, რომელიც ჩემი ქვეყნის ნაციონალურ ჰიმნს ჰგავს.“ 

შემდეგ მუსიკოსებმა ედ შირანის სიმღერა Castle on the Hill-იც დუეტში იმღერეს. 

ნახეთ ედ შირანისა და ბრენდონ ფლაუერზის შესრულებული Mr. Brightside.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელმა მეთიუ პერის ხსოვნას პატივი მიაგო 

შემდეგი სტატია

Sophie Villy ახალი ტრეკის ფრაგმენტს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი