პირველ დეკემბერს, ჯგუფ The Killages-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე

ყველასათვის ნაცნობი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages პირველ დეკემბერს Billboard Georgia Stage-ზე წარდგება
Killages

Killages 2016 წელს რუსთავში დაარსდა, 2017 წელს ჯგუფი Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული გახდა და ფართო აუდიტორიამ მალევე გაიცნო. 

ბენდმა 2019 წელს პირველი სტუდიური ალბომი Original Brothers გამოსცა, 2023 წელს კი, მეორე სტუდიური ალბომი Outcast ლეიბლ Bloom Music-მა გამოსცა. 

Killages-ის  ჰიტები როგორიცაა On/Off, ისევ (Isev), Actions of Directions, Run და სხვა Youtube პლატფორმებზე დღეს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისში Imagine Dragons-ის კონცერტის წინ სცენა სწორედ ქართულმა ბენდმა Killages-მა დაიკავა და ფართო აუდიტორიის წინაშე მასშტაბური ლაივ კონცერტით წარდგა.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასიამოვნოა ისეთი საერთაშორისო და  დიდი ბრენდის არსებობა საქართველოში, როგორიც Billboard-ია, რომელიც ქართველ ხალხს ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს აცნობს.  ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ არტისტებს  შესაძლებლობა ეძლევათ, მათი ნამუშევრები საზღვარგარეთაც მოისმინონ, რაც ნამდვილად დასაფასებელი და კარგი ამბავია. მიხარია, რომ ჩვენც საშუალება გვეძლევა „Billboard საქართველოს“ სხვადასხვა დაგეგმილ პროექტებსა თუ ღონისძიების ფარგლებში ძალიან ბევრ ქართველ და ცნობილ უცხოელ არტისტებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ.“ – გუგა მაჭარაშვილი, Killages ფრონტმენი.


Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომელიც Club Iveria-ს, Republic-ის, სილკნეტის,  Silk Hospitality-ის და Eastern Promotions-ის მხარდაჭერით იმართება და მსმენელს დაუვიწყარ, ენერგიულ და შთამბეჭდავ მუსიკალურ საღამოებს და ჰპირდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Watershed – კლუბი KHIDI-ის აუდიო-ვიზუალური  ღონისძიებების სერია ახალი ლაივით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

Miller ბრიტანელ არტისტს Hot Since 82 თბილისში მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი