Miller ბრიტანელ არტისტს Hot Since 82 თბილისში მასპინძლობს

8 დეკემბერს Miller Live თბილისში ბრიტანელ დიჯეის და პროდიუსერს, Daley Padley, იგივე Hot Since 82 წარმოგიდგენთ. მას შემდეგ, რაც Hot Since 82 ბრენდ Miller-ის გლობალური ამბასადორი გახდა, მსგავს სპონტანურ ღონისძიებებს ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა სცენამ უმასპინძლა, ახლა კი თბილისის ჯერი დადგა.

კამპანია Miller Times, რის ფარგლებშიც Hot Since 82-ის ვიზიტია დაგეგმილი, ბრენდ მილერის გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საინტერესო ღონისძიებების მოწყობაა. ბრიტანელი არტისტი ამ კამპანიას 2023 წელს შეუერთდა და რამდენიმე ექსკლუზიური ღონისძიებაც დაგეგმა, რომლის ნაწილიც თბილისიც გახდა.

 „მიყვარს, როდესაც დაკვრის დროს მსმენელს ემოციურად ვუკავშირდები. ჩემი მიზანია ისინი მუსიკის სამყაროში ვამოგზაურო და ეს თავგადასავალი მათთვის დაუვიწყარი გავხადო“ – ბრიტანელი არტისტის ტრანსფორმაცია Daley Padley-დან Hot Since 82-მდე მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მისი პირველივე კომპოზიციები იმდენად პოპულარული გახდა, რომ აშკარა იყო, ის არსად წასვლას არ აპირებდა.

Hot Since 82

მუსიკოსების ოჯახში დაბადებული Daley-ს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მშობლიურ ქალაქ Barnsley-ში გადაიდგა, სადაც კლუბებში დაკვრა მან 17 წლის ასაკში დაიწყო. მოგვიანებით, 2006 წელს ის იბიცაზე, კლუბ Amnesia-ს რეზიდენტი გახდა, მაგრამ Daley-ს გეგმები უფრო შორსაც მიდიოდა. გარდა კლუბებსა და ფესტივალებზე დაკვრისა, მას სურდა საკუთარი შემოქმედებითი ინტერესები სხვა ფორმითაც გამოეხატა. ამის პირველი მცდელობა კომპოზიცია Let It Ride აღმოჩნდა, რომელიც Noir Music-ზე გამოიცა და არტისტის სამარკო ნიშანი გახდა. ბრიტანული ბრეიქბიტ კულტურის და ბას მუსიკის გავლენით შექმნილი მალევე მოექცა ელექტრონული მუსიკის ჩარტების სათავეში და ფაქტობრივად Hot Since 82-ის დაბადების წინაპირობა გახდა.

Hot Since 82 ლაივი Cercle

2010 წლიდან არტისტისთვის ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ინსტიტუციის კარი გაიღო – მისი კომპოზიციები და რემიქსები ჩარტებს არ ტოვებდნენ, მისი მიქსები კი განხილვის საგანი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ცნობადობა და სტატუსი ანდერგრაუნდ სივრცეებს გასცდა, Hot Since 82-სთვის საყვარელი საქმის კეთებაში ამას ხელი არ შეუშლია. ის კვლავაც რჩება საკლუბო კულტურის ნაწილად და ცდილობს არასდროს დაკარგოს კავშირი მსმენელთან, რომელსაც მისი მოსმენა უფრო ინტიმურ გარემოში მოსწონს. 

Miller-თან მისი თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ, It’s Miller Time-ს სარეკლამო კამპანიით დაიწყო და კოლაბორაციული ტრეკით, Atomic Sun გაგრძელდა. “ამ ტრეკზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ”Atomic Sun”-ის შექმნის მიზანი იყო იმ სპონტანური, ლაღი მომენტების გახსენება, როდესაც ყველანაირი ემოცია ერთ ადგილას იყრის თავს”  – ზუსტად ამ ემოციის გამოხატულებაა 8 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებაც.

Coachella-დან Glastonbury-მდე თუ საკლუბო კლუბ Fabric-დან იბიცამდე, Hot Since 82-ის სახელი ისმის ყველგან, სადაც ელექტრონული მუსიკა უყვართ. Mixmag-ის გარეკანის და BBC Radio 1-ის ხშირი სტუმარი ამჯერად თბილისში, Spacehall-ში დაუკრავს და ქართველ მსმენელთან თავისი კავშირის დამყარებას პირველად შეეცდება. 

Hot Sicne 82-ის პოპულარული კომპოზიციები:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე tkt.ge/MillerTimes. მეტი დეტალისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების შესახებ  ოფიციალურ გვერდს: https://fb.me/e/3f4rpbExz

[Ad]
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პირველ დეკემბერს, ჯგუფ The Killages-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე

შემდეგი სტატია

ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის კონცერტი ბრიუსელში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი
ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი