ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის კონცერტი ბრიუსელში

კონცერტი „ევროპალია საქართველოს” ფარგლებში 16 ნოემბერს გაიმართება.
ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი

16 ნოემბერს ბრიუსელში ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის კონცერტი გაიმართება. ქართველი მუსიკოსები ევროპელი მსმენელის წინაშე ფესტივალ „ევროპალიას” ფარგლებში ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, Bozar-ში წარდგებიან. კონცერტზე შესრულდება ვაჟა აზარაშვილის, მენდელსონისა და სეზარ ფრანკის ნაწარმოებები. სოციალურ ქსელში ლიზა ბათიაშვილი რეპეტიციის კადრებს აზიარებს, სადაც გიორგი გიგაშვილთან ერთად სწორედ ვაჟა აზარაშვილის ნოქტიურნს ასრულებს. 

„ლიზა ბათიაშვილი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მევიოლინეა. მისი გამოჩენა Bozar-ის სცენაზე ყოველთვის ემოციურ კავშირს ქმნის აუდიტორიასთან, რომელიც მოხიბლულია მისი შეუდარებელი მუსიკალურობით. „ევროპალიას” ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეძღვნება, თბილისში დაბადებული ლიზა ბათიაშვილის მოწვევა ძალიან ცხადი არჩევანი იყო. ქართველი მევიოლინე სცენაზე მის თანამემამულესთან, 23 წლის პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთად წარდგება, რომელიც 2019 წელს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მართა არგერიხმა შეამჩნია,” – ვკითხულობთ კონცერტის წარდგენაში.

„ევროპალია” ერთ-ერთი მთავარი ფესტივალია მსოფლიო საფესტივალო რუკაზე. მას ბიენალეს სახე აქვს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ერთ კონკრეტულ ქვეყანას ეძღვნება. არჩეული ქვეყანა ოქტომბრიდან იანვრამდე ევროპის წინაშე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით წარმოჩნდება. წელს „ევროპალიას” ფესტივალი საქართველოს ეძღვნება. 

ნახეთ ვიდეო ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის რეპეტიციიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Miller ბრიტანელ არტისტს Hot Since 82 თბილისში მასპინძლობს

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომი Cosmic Blues

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი