4D Monster Lobsters-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე

Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომლის წარმდგენია Club Iveria და „სილქნეტი“.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

7 დეკემბერს Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. Republic Event Hall-ის სცენაზე ჯგუფი 4D Monster Lobsters წარდგა. ჯგუფმა მსმენელისათვის კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად შეასრულა ტრეკები, რომლებიც მათ ახალ EP-შია შესული.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

4D MONSTER LOBSTERS 2019 წელს დაარსდა. ჯგუფი ჟანრობრივად ფსიქოდელიურ ელექტრო პოპად არის განსაზღვრული, თუმცა ბენდის ჟღერადობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია, რომელიმე მიმდინარეობას მიაკუთვნო. 

რაც შეეხება პროექტს Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომლის წარმდგენია Club Iveria და „სილქნეტი“. აღსანიშნავია, რომ 4D MONSTER LOBSTERS-ის ლაივი პროექტის ფარგლებში გამართული მესამე კონცერტი იყო.  Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერია გრემის მფლობელმა ჯაზ მუსიკოსმა, კორი ჰენრიმ გახსნა. მეორე კონცერტზე კი მსმენელის წინაშე Killages წარდგა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკი მინაჟი - ფოტო: ალექს ლუკასი

ნიკი მინაჟი ალბომს  Pink Friday 2 აქვეყნებს

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი