21 Savage მესამე სოლო ალბომს American Dream-ს აანონსებს

პრესრელიზის თანახმად American Dream-ში 21 Savage-ის სადებიუტო ფილმის საუნდტრეკებია შესული.
21 Savage კადრი ფილმიდან American dream: the 21 Savage story
21 Savage კადრი ფილმიდან American dream: the 21 Savage story

21 Savage-ის განცხადებით მისი მესამე სოლო ალბომი American Dream, 12 იანვარს გამოვა. 

პრესრელიზის თანახმად ალბომში 21 Savage-ის სადებიუტო ფილმის American Dream: The 21 Savage Story-ის საუნდტრეკები შევა. ფილმის ტრეილერი არტისტმა 8 იანვარს გამოაქვეყნა. ფილმი 21 Savage-ის ცხოვრების სამ ეპიზოდს მოიცავს, როლებში  კელებ მაკლაფლინის (Stranger Things), გლოვერის (Atlanta) და თავად 21 Savage ვიხილავთ.

21 Savage
21 Savage

ფილმის ტრეილერში არტისტის ახალი სიმღერა ჟღერს.

21 Savage-ის უკანასკნელი ალბომის I Am > I Was-ს გამოცემიდან ექვსი წელი გავიდა. ალბომმა რეპერს Billboard 200-ში პირველი ადგილი და 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაცია მოუტანა. 21 Savage-ის ჰიტ-სინგლმა სახელწოდებით A Lot 2020 წელს გრემის საუკეთესო რეპ სიმღერის ჯილდო მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ბათუმში

შემდეგი სტატია

Prince-ის Purple Rain-ის მიხედვით სპექტაკლი დაიდგმება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი