ჯეიმს ბრაუნზე გადაღებული ფილმის ტრეილერში მიკ ჯაგერი მის გავლენაზე საუბრობს

ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი სოულის ნათლიად წოდებულ მუსიკოსზე თებერვალში გამოვა.

შავი ისტორიის თვის მოახლოებასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია ჯეიმს ბრაუნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის James Brown: Say It Loud-ის პრემიერაზე. „ფილმი გვიყვება ბრაუნის რთულ ცხოვრებასა და იმ უზარმაზარ გავლენაზე, რომელიც მას დღემდე აქვს მუსიკასა და კულტურაზე,” – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში. ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალის პრემიერა ორი დღის განმავლობაში, 19 და 20 თებერვალს შედგება. 26 თებერვალს კი მისი ექსკლუზიური პრემიერა Billboard-ზე გაიმართება. 

„ის იყო საოცარი შემსრულებელი, რომელიც თავიდანვე გახდა ჩემი შთაგონების წყარო. გარდა ამისა, მას უდიდესი წვლილი აქვს სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. მე ყოველთვის ვაღიარებდი ჯეიმსს და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე,” – ამბობს მიკ ჯაგერი პრესრელიზში. მუსიკოსი ფილმის მონაწილე და  ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. ტრეილერში ჯაგერი იმ გავლენაზე საუბრობს, რაც ბრაუნმა მასზე მოახდინა. 

James Brown: Say It Loud-ის რეჟისორი დებორა რაილი დრეპერია. ფილმში წარმოდგენილია ბრაუნის აქამდე უცნობი საარქივო ინტერვიუები და გამოსვლები. დოკუმენტური სერიალი ასახავს მუსიკოსის რთულ მოგზაურობას მეშვიდე კლასში გამოგდებიდან „შოუ ბიზნესის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანის” ტიტულის მოპოვებამდე. ჯაგერთან ერთად ფილმში მონაწილეობენ სხვა არტისტებიც, ბრაუნის ოჯახის წევრები და მეგობრები. 

„ჯეიმს ბრაუნის ცხოვრება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი უზარმაზარი მუსიკალური გავლენის გასააზრებლად, რომელიც დღემდე შთაგვაგონებს არტისტებს, არამედ იმ ღრმა და ხანგრძლივი გავლენის მხრივ, რაც მას ამერიკულ კულტურაზე აქვს,” – აღნიშნავენ Questlove და Black Thought. „ბრაუნის ცხოვრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და თანადროული ამბავია ბრძოლის, განთავისუფლებისა და თვითიდენტურობის და ჩვენ პატივი გვაქვს, რომ ის გავაზიაროთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე Backstage/Live თბილისი

გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე Backstage/Live თბილისი

შემდეგი სტატია

კლუბში Mtkvarze ჯგუფი Killages მუსიკალური სეტით მსმენელის წინაშე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი