კლუბში Mtkvarze ჯგუფი Killages მუსიკალური სეტით მსმენელის წინაშე წარდგა

„ვენიუდან გამომდინარე განსხვავებული სეტი დავუკარით და ვფიქრობთ, ერთიანობაში ეს ლაივი დასამახსოვრებელი გამოვიდა.”
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Killages ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომლის ჟანრობრივი მიმდინარეობა ალტერნატიული ჰიპ ჰოპია. ახლახან Killages  მსმენელის წინაშე წარდგა. ლაივი კლუბში Mtkvarze გაიმართა. როგორც ჯგუფის ფრონტმენმა, გუგა მაჭარაშვილმა „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნა, ეს კონცერტი მუსიკალური კოლექტივისათვის განსხვავებული გამოცდილება იყო, რადგან კლუბურ სივრცეში სცენაზე პირველად გამოვიდნენ. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გუგა მაჭარაშვილი, Killages: 

„აქამდე კლუბში არასდროს დაგვიკრავს. ლაივის ეს გამოცდილება ძალიან კარგი იყო. გარემო, განათება, აუდიტორია, ინტერაქცია მსმენელთან – ყველაფერი ძალიან მოგვეწონა. ვენიუდან გამომდინარე ჩვენც განსხვავებული სეტი დავუკარით და ვფიქრობთ, ერთიანობაში ეს ლაივი დასამახსოვრებელი გამოვიდა.” 

ჯგუფის Killages კონცერტი კლუბის Mtkvarze ლაივების სერიის ფარგლებში ჩატარდა. ამავე სერიის ფარგლებში მსმენელის წინაშე უკვე წარდგნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიც არიან: Creams, Kordz, Skazz. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Killages 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. ჯგუფის წევრები გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი და რატი რატიანი არიან. 2020 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Original Brothers გამოუშვა. 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მერე ალბომი, სახელწოდებით  Outcast გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეიმს ბრაუნზე გადაღებული ფილმის ტრეილერში მიკ ჯაგერი მის გავლენაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

21 Savage-მა გაამხილა, რომ ბიოგრაფიული ფილმის დაანონსება „პაროდია” იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი