სელინ დიონი, ყველასთვის მოულოდნელად, 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე გამოჩნდა

მომღერალმა 2022 წელს გაამხილა, რომ SPS, ანუ დაჭიმული ადამიანის სინდრომი აქვს.
სელინ დიონი 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Amy Sussman/Getty Images

2024 წლის გრემის დაჯილდოება სიურპრიზებით იყო სავსე. თუმცა ყველაზე დიდი სიურპრიზი ცერემონიაზე პოპლეგენდის, სელინ დიონის გამოჩენა გახდა. ბოლო ჯილდოს, წლის ალბომის წარდგენისას სცენაზე გრძელი ნარინჯისფერი მოსასხამით, ყველასთვის მოულოდნელად, სელინ დიონი გამოვიდა. მის საჯაროდ გამოჩენას აუდიტორიის მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა. მომღერალი კი, თავის მხრივ, მაყურებელს სცენიდან უკრავდა ტაშს. „მადლობა ყველას,” – თქვა მან. „მეც ძალიან მიყვარხართ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამას მართლა მთელი გულით ვამბობ.”

2022 წლის დეკემბრის შემდეგ სელინ დიონი საჯაროდ თითქმის არ გამოჩენილა, მისი დიაგნოზის – SPS ანუ დაჭიმული ადამიანის სინდრომის გამო. ეს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც კუნთების უკონტროლო სპაზმს იწვევს და ადამიანის მოძრაობას ზღუდავს. მომღერალმა ჯერ 2023 წლის ტურნეს ყველა კონცერტი გადადო, შემდეგ კი იძულებული გახდა, ტურნე მთლიანად გაეუქმებინა. გასულ დეკემბერს დიონის დამ გაამხილა, რომ სელინი კუნთებს ვეღარ აკონტროლებდა. 

თუმცა გრემის დაჯილდოებაზე მისი ხანმოკლე გამოჩენის დროს მომღერალს სისუსტე არ დატყობია. სანამ წლის ალბომის გამარჯვებულ ტეილორ სვიფტს დაასახელებდა, დიონმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და საღამოსგან სიამოვნების მიღება უსურვა.

„მათ, ვისაც იმდენად გაუმართლა, რომ დღეს გრემის დაჯილდოებას ესწრებიან, უნდა იცოდნენ, რომ ის სიყვარული და ბედნიერება, რაც მუსიკას მოაქვს ჩვენი და სხვა ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებულად ძვირფასი საჩუქარია” – აღნიშნა მან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

ჯეი-ზიმ გრემის ორგანიზატორები ბიონსეს გამო გააკრიტიკა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი