Queen-ის კატალოგი შესაძლოა მალე გაიყიდოს

საკულტო ბენდი რეკორდული 1.2 მილიარდი დოლარის გადამხდელს ელოდება.
Queen 1981 წელს
Kent Gavin/Mirrorpix/Getty Images

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Queen უკვე ახლოსაა თავისი კატალოგის გაყიდვასთან და წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არსებობს მისი შეძენის მსურველიც, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე უცნობია. 

მუსიკალურ აქტივებს, რომლებიც მოიცავს ჯგუფის ჩანაწერებს, ასევე შემოსავლების საგამომცემლო და დამატებით ნაკადებს, Queen 1.2 მილიარდ დოლარად აფასებს. დამატებით ნაკადებში შედის შემოსავლები 2018 წლის ფილმიდან Bohemian Rhapsody, ასევე ატრიბუტიკა და სხვა ლიცენზიები.

წყაროთა ინფორმაციით, ბენდის წევრებს – ბრაიან მეის, როჯერ ტეილორსა და ჯონ დიკონს, ასევე ფრედი მერკურის სამართალმემკვიდრეებს საკუთარი ადვოკატები ჰყავთ და ისინი მოლაპარაკებების პროცესში კოლექტიურად არიან ჩართულნი. მათ Billboard-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

Queen-ის კატალოგი მოიცავს ისეთ საკულტო ჰიტებს, როგორებიცაა Bohemian Rhapsody, Killer Queen, Another One Bites the Dust, Radio Ga Ga, Somebody to Love, Crazy Little Thing Called Love, You’re My Best Friend, We Will Rock You და We Are the Champions. 1991 წლიდან კატალოგს 38 მილიონი ალბომის ეკვივალენტური გაყიდვა ჰქონდა აშშ-ში. მსოფლიო მასშტაბით კი – 41 მილიონი.

2018 წლიდან, ფილმ Bohemian Rhapsody-ს გამოსვლის შემდეგ, Queen-ის გაყიდვები და სტრიმინგი 45.5%-ით გაიზარდა. წყაროები ამბობენ, რომ ჯგუფის წლიური ჰონორარი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. 

Queen-ის გასაყიდი შეთავაზების ღირებულება გამოთვლებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გამოდის. მაგრამ ჯგუფის წევრები კიდევ უფრო მეტს – 1.2 მილიარდ დოლარს ითხოვენ. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ კატალოგი ამდენი ხნის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა თუ წყაროთა ინფორმაცია გამართლდა, საქმე შესაძლოა მალე დაიხუროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრემის წლევანდელ დაჯილდოებას 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა

შემდეგი სტატია

Sia მაისში ახალ ალბომს გამოსცემს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი