ლიემ გალაგერის თქმით მისმა ძმამ საიუბილეო ტურნეზე და საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხაზე უარი თქვა

აგვისტოში Oasis-ის სადებიუტო ალბომის გამოცემიდან სამი ათწლეული გავიდა.
ლიემ გალაგერი და ნოელ გალაგერი ლონდონში. ფოტო: დეივ ჰოგანი
ლიემ გალაგერი და ნოელ გალაგერი ლონდონში. ფოტო: დეივ ჰოგანი

Oasis-ის ყოფილმა მომღერალმა და სოლო შემსრულებელმა ლიემ გალაგერმა ჟურნალ MOJO-თვის მიცემულ ინტერვიუში თავის უფროს ძმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნოელმა როკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ გაერთიანებაზე უარი განაცხადა.

მრავალწლიანი ჭორების და ძმებს შორის დაძაბულობის შემდეგ ლიემ გალაგერმა MOJO-ს განუცხადა, რომ 30 წლის იუბილეს აღსანიშნად ნოელ გალაგერს 1994 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომის, Definitely Maybe-ის ტურნე შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

„მას დავუკავშირდი, უფრო სწორედ ჩემი ხალხი დაუკავშირდა ნოელის მენეჯმენტს, ჩვენ მას Oasis-ის ტურნე შევთავაზეთ. ეს იქნებოდა დიდი ტურნე, სადაც საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი.  მან კი უარი განაცხადა. თუმცა მე მის გარეშეც სასიამოვნო დროს გავატარებ.“ – აღნიშნა ლიემ გალაგერმა.

Definitely Maybe 1990-იანი წლების Britpop მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია, მასში ისეთი ცნობილი სიმღერებია შესრული როგორიცაა: Supersonic, Shakermaker, Rock’n’Roll Star, Cigarettes & Alcohol და Live Forever.

Definitely Maybe ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა. ბიტლზისადმი პატივისცემისა და პანკური სულისკვეთების ნაზავი Oasis-ის საფირმო შტრიხი იყო.

ბენდის კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი 1993 წელს ლეგენდარულ Creation Records-თან ხელმოწერით დაიწყო, რომელიც 1995 წელს ჰიტ სიმღერებით Some Might Say, Roll With It, Wonderwall, Don’t Look Back in Anger და Champagne Supernova გაგრძელდა. ბენდმა კიდევ ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა, სანამ 2009 წელს განხეთქილება იჩენდა თავს.  გალაგერებმა პრესაში და სოციალურ მედიაში ერთმანეთზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთეს და ხშირად ბენდის წარუმატებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ბენდი 2024 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში იყო ნომინირებული, თუმცა, როგორც ჩანს, წელს ბენდი წარმატებას ვერ მიაღწევს. ლიემ გალაგერი იმედს არ კარგავს: „ეს სამყაროზეა დამოკიდებული, ეს მაშინ მოხდება, როცა მოხდება, რადგან სადავეები ჩვენს ხელთ აღარ არის. რაც შემეხება მე, მიყვარს ნოსტალგია და ამ მიმართულებით ბევრს ვაკეთებ.“ – განუცხადა ლიემ გალაგერმა MOJO-ს. 

ინტერვიუს ბოლოს მან განაცხადა, რომ Stone Roses-ის გიტარისტ, ჯონ სკუაიერთან ერთად მომავალ ერთობლივ ტურნეზე Oasis-ის ან Stone Roses-ის არცერთ სიმღერას არ იმღერებს. „სიმღერები მხოლოდ ჩვენი ალბომიდან იქნება და შესაძლოა რამდენიმე ქავერიც იყოს“ – ამბობს ლაიმ გალაგერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საქართველოში მუსიკოსთა პირველი პროფესიული კავშირი დაარსდა

შემდეგი სტატია

ფარელმა ლუი ვიტონის ახალი კოლექციის შექმნა Tyler, the Creator-ს მიანდო

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი