ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი სიმღერა – Down გამოუშვა

Down მეორე სინგლია, რომელიც მომღერლის მიერ დაანონსებულ ახალ ალბომში შევა.
ფოტო: შარლოტ რათერფორდი

ჯასტინ ტიმბერლეიკმა თავის მუსიკალურ კარიერაში მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was დააანონსა, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად არის. ალბომის მხარდამჭერი კამპანია მომღერალმა დაიწყო სინგლის გამოცემით, რომლის სახელწოდებაა, ამჯერად კი მეორე სინგლი, Drown გამოუშვა. 

სიმღერის ოფიციალურ გამოცემამდე არტისტმა ინსტაგრამზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული და ფონად სწორედ ახალი ტრეკი, Drown ისმის.  ვიდეოს აღწერაში სიმღერის გამოსვლის თარიღი – 23 თებერვალი იყო მითითებული. 

რაც შეეხება ახლი ალბომიდან  პირველ გამოცემულ ტრეკს Selfish, სიმღერა Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მე-19 ადგილს იკავებდა, რაც ბოლო 6 წელში ტიმბერლეიკისათვის ჩარტებში ყველაზე წარმატებული დებიუტია. 

LP-ის მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში, ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით საკონცერტო ტურნეც დააანონსა. ტურნე სტარტს 2024 წლის 29 აპრილს აიღებს. 

მოუსმინეთ ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ სიმღერას – Down: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Love On – სელენა გომესმა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა

შემდეგი სტატია

სტივენ ტაილერი სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან განთავისუფლდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი