თამადა მსოფლიოში ცნობილ Colors Show-ში გამოჩნდება

ქართველი მუსიკოსისა და მუსიკალური პლატფორმა COLORS-ის ერთობლივი ვიდეო დღეს გამოქვეყნდება.

თამადამ მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ პლატფორმა COLORS-თან ითანამშრომლა. მათი ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია დღეს COLORS-ის youtube არხზე შედგება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მუსიკალურმა სტუდიამ დაწერა: „წარმოგიდგენთ ქართველ მომღერალს, ავტორსა და პროდიუსერ თამადას მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობების უნიკალური ნაზავით.”

Პოსტი თავად მუსიკოსმა გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს ცნობილ მუსიკალურ პლატფორმასთან თანამშრომლობის პირველი ნაწილია. მეტ ინფორმაციას კი მსმენელს ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დაჰპირდა. 

COLORS ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს მთელი მსოფლიოდან და წარმოაჩენს ყველაზე გამორჩეულ ახალ არტისტებსა და ორიგინალურ ჟღერადობებს. მისი ვიდეოები ცნობილია მინიმალისტური ესთეტიკით, რომელსაც მონოქრომული სივრცე ქმნის. თამადას ვიდეო A Colors Show-ს სერიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არტისტები თავიანთ ნაწარმოებს ერთ ფერში გადაწყვეტილ ოთახში ასრულებენ. Სადა და მინიმალისტური გარემო მუსიკოსს საშუალებას აძლევს, რომ მთელი ყურადღება მასზე იყოს მიმართული და ყველა სხვა გამღიზიანებლის გარეშე წარმოაჩინოს თავისი მუსიკა. 

თამადას A Color Show-ს პრემიერა თბილისის დროით 21:00 საათზე შედგება. ვიდეოს ნახვას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ბარბრა სტრეიზანდს საპატიო ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

გიორგი რამიშვილი: „მჯერა, „ევროპაკონცერტის” შემდეგ საქართველო უფრო ახლოს იქნება ევროპასთან და ევროპა – საქართველოსთან”

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი