ყველაფერი კვირის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ჯასტინ ტიმბერლეიკმა ტიკ-ტოკ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მომავალი ვინილ ალბომის, Everything I Thought It Was, შეფუთვას აჩვენებდა. აღსანიშნავია, რომ ალბომი 15 მარტს გამოვა. სანამ ჯასტინი ფილმებით შთაგონებული ალბომის ყდას განიხილავდა, გულშემატკივართა დაკვირვებულმა თვალმა ალბომის უკანა მხარეს სიმღერების ჩამონათვალი შენიშნა, სადაც სიმღერა Paradise წერია, ეს უკანასკნელი კი ჯასტინ ტიმბერლეიკის ყოფილი ჯგუფის, ამერიკული ბოიბენდის, NSYNC-ის სიმღერაა.
ტიმბერლეიკმა ვიდეოში გულშემატკივართა კომენტარებიც ნახა, სადაც მისი მუსიკის მოყვარულები სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავდნენ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მუსიკოსს მიწერა: „იმ შემთხვევაში, თუ ახალ ალბომში NSYNC-ის სიმღერა Paradise შედის, გვანიშნეთ და თვალები ორჯერ დაახამხამეთ. გულშემატკივარს ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვიდეოთი უპასუხა, სადაც სათვალეს იხსნის და თვალებს დასტურის ნიშნად ორჯერ ახამხამებს.
კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის კი NSYNC-ის ჯგუფის წევრმა კრის კრიკპატრიკმა კომენტარად თვალის ემოჯი დავოტოვა.
ნახეთ ჯასტინ ტიმბერლეიკის TikTok ვიდეო:
@justintimberlake Replying to @Briana Resendez ♬ original sound – Justin Timberlake