მარკ რონსონი ამბობს, რომ Barbie-ის საბოლოო ვერსიიდან სიმღერის I’m Just Ken ამოჭრა სურდათ

რონსონმა გაიხსენა, რომ რეჟისორ გრეტა გერვიგს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა, რათა კენის პერსონაჟის მიერ შესრულებული ბალადა ფილმში დარჩენილიყო.
ფოტო: კევინ მაზური/Getty Images

2024 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე რაიან გოსლინგმა ფილმიდან „ბარბი“ სიმღერა სახელწოდებით I’m Just Ken შეასრულა და ეს შესრულება შოუს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად იქცა. არადა, როგორც გაირკვა, ეს სიმღერა შეიძლებოდა საერთოდ არ გამხდარიყო ფილმის ნაწილი, რადგან მისი ამოჭრის საკითხი სერიოზულად იდგა. ამის შესახებ მუსიკალურმა პროდიუსერმა მარკ რონსონმა მედიასთან ისაუბრა. 

კინოაკადემიის დაჯილდოებამდე The Sunday Times-მა რონსონთან ინტერვიუ ჩაწერა. სწორედ ამ ინტერვიუში გაიხსენა მუსიკალურმა პროდიუსერმა და სიმღერის თანაავტორმა, რომ „ბარბის“ რეჟისორ გრეტა გერვიგს ბრძოლის გადატანა მოუხდა, რათა კენის პერსონაჟის მიერ შესრულებული ბალადა ფილმის საბოლოო ვერსიაში შესულიყო.

„როცა ფილმი პირველად ვნახეთ, სიმღერამ არ გაამართლა. მასში იუმორი კარგად არ გამოჩნდა და ამან პანიკაში ჩამაგდო,”- თქვა მარკ რონსონმა გამოცემასთან საუბრისას. „გრეტას ბრძოლის გადატანა მოუხდა, რადგან კინოსტუდიამ კითხვების დასმა დაიწყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფილმისთვის ეს სიმღერა.” – გაიხსენა რონსონმა. მისი თქმით, გრეტა გერვიგმა კინოსტუდიას უთხრა, რომ კენის სიმღერის ეპიზოდი მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. 

სიმღერაში რაიან გოსლინგის გმირი კენი თავის სისუსტეებზე საუბრობს. სხვადასხვა სცენაში ის განსხვავებულ კოსტიუმებშია და მასთან ერთად ე.წ. “ბარბი ლენდის” მაცხოვრებლებს ვხედავთ. ოსკარის ცერემონიაზე ცოცხალი შესრულებისას კი გოსლინგს “დოლბის თეატრის” სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მარკ რონსონი, Guns N’ Roses-ის გიტარისტი სლეში და მუსიკოსი ვოლფგენგ ვან ჰელენი შეუერთდნენ. 

„ბარბი“ მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2023 წლის ივლისში გამოჩნდა. პრემიერიდან მალევე I’m Just Ken-მა მუსიკალურ სარეიტინგო სიებში დაიმკვიდრა ადგილი და Billboard Hot 100-ის ჩარტში 87-ე ადგილი დაიკავა. 2024 წლის იანვარში ნამუშევარმა Critic’s Choice Awards-ის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. 

„კენი სასაცილოა, მაგრამ გრეტა მიიჩნევს, რომ პერსონაჟს არასდროს უნდა დასცინო. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენ მათ [პერსონაჟების] ტკივილს ვგრძნობდით,” – თქვა რონსონმა ინტერვიუში. „არასდროს მქონია სურვილი, უბრალოდ სასაცილო სიმღერა დამეწერა. ყოველთვის მსურდა ისეთი რამ, რაც ადამიანებს გულზე მოხვდებოდათ,” – აღნიშნა მუსიკალურმა პროდიუსერმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Elga - Le temps des fleurs

პირველი ქართველი მუსიკოსი ელგა ფორჩხიძე, რომელიც საფრანგეთის The Voice-ში წარდგა

შემდეგი სტატია

„ასეთი სიძულვილი ძალადობაა”- ლედი გაგა ტრანსფობიური შინაარსის კრიტიკას დაუპირისპირდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი