გლასტონბერის ფესტივალის 2024 წლის პროგრამა ცნობილია

წლევანდელი ჰედლაინერები დუა ლიპა, Coldplay, SZA და შენაია ტვეინი იქნებიან.
დუა ლიპა
Tyron Lebon

გლასტონბერის ფესტივალის 2024 წლის პროგრამა ცნობილია. წლევანდელი ჰედლაინერები დუა ლიპა, Coldplay, SZA და შენაია ტვეინი იქნებიან. წელს ასევე შედგება ავრილ ლავინის, სინდი ლოპერისა და კამილა კაბელოს დებიუტები. პირველად ფესტივალის ისტორიაში მსმენელის წინაშე K-pop ბენდიც წარდგება. ეს პატივი წილად Seventeen-ს ხვდა. გლასტონბერი 26-30 ივნისს სამერსეტში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში გაიმართება. 

დუა ლიპა მთავარ სცენაზე პარასკევს წარდგება. ეს პირველი ფესტივალი იქნება, როცა ის „პირამიდა სცენაზე” დადგება. შაბათს ამ სცენას Coldplay დაიკავებს, რითაც პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდება, რომელიც ფესტივალის ჰედლაინერი ხუთჯერ იყო. კვირას კი მთავარ სცენაზე უკვე SZA წარდგება. 

შენაია ტვეინი გლასტონბერის ფესტივალში მის მონაწილეობას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან გახარებული ვარ! უკვე ვფიქრობ, რა ჩავიცვა და მითხარით, რა ვიმღეროთ ერთად? მოდი, ერთად შევქმნათ ისტორია ამ უკანასკნელი საოცნებო გამოსვლით!! ეს ახდენილი ოცნებაა! უკვე ვალაგებ ჩემს ბოტებს, საწვიმარ ლაბადას და, რა თქმა უნდა, ჩემს კოვბოის ქუდს. ასე რომ, ამ ზაფხულს ლამაზ სამერსეტში შევხვდებით.” 

ნახეთ 2024 წლის გლასტონბერის ფესტივალის სრული პროგრამა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის V მსმენელის წინაშე ახალი სოლო სინგლით წარდგა

შემდეგი სტატია

Cake Recipe – ქართულმა ჯგუფმა Zuk n’ Sos სადებიუტო ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი