მაკ მილერის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი The Quest მუსიკალურ პლატფორმებზე განთავსდა

ტრეკი პირველად გამოჩნდა სპეციალურ ვინილზე, რომელიც მილერის ალბომის, Watching Movies With the Sound Off, ათი წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფოტო: კერენ მეიერსი

მაკ მილერის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ მუსიკოსის ნამუშევარი The Quest ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებზე გავრცელდა. ტრეკის მოსმენის საშუალება არტისტის ფანებს ჯერ კიდევ  გასულ წელს ჰქონდათ, როცა  მილერის მეორე სტუდიური ალბომის, Watching Movies With the Sound Off,  ათი  წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ვინილი გამოვიდა. The Quest-ში გამოყენებულია ტრეკი Phone Call, რომლის ავტორია ჯონ ბრიონი – მუსიკოსი, რომელთანაც მაკ მილერი ხშირად თანამშრომლობა. 

„მე მასთან [მაკ მილერთან] თბილი მოგონებები მაკავშირებს. ის ხშირად ახსენებდა, როგორ უყვარდა ფილმ „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალების” (Eternal Sunshine of the Spotless Mind) მუსიკა.” – ახსენა ბრიონმა გამოცემა Vulture-თან 2020 წლის ინტერვიუში. 

The Quest-ის გავრცელების პარალელურად, მსმენელისათვის კვლავ საინტერესოა მაკ მილერის ბოლო პროექტი – კოლაბორაციული ალბომო არტისტ Madlib-თან. ამერიკელმა DJ-მ გასულ წელს გაამხილა, რომ მაკ მილერის ალბომზე მუშაობას ასრულებდა.  

მოუსმინეთ ტრეკს სახელწოდებით The Quest: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

შემდეგი სტატია

თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

აფხაზური სიმღერა „შიშ-ნანი“ – თეონა ცირამუა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი