მოსამართლის გადაწყვეტილებით, Diddy-ს წინააღმდეგ ჯგუფური გაუპატიურების საქმე ანონიმური არ იქნება

მოსამართლის განმარტებით, ქალმა ფაქტების დამტკიცება ანონიმურობის პირობებში ვერ შეძლო.
ფოტო: ჯონ ლემპარსკი/Wireimage

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომჩივანი ქალი, რომელიც რეპერ Diddy-ის ჯგუფურ გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს, საკუთარ იდენტობას ანონიმურად ვერ დატოვებს და საქმის მსვლელობისას მისი ვინაობაც გასაჯაროვდება. 

მოსამართლის თქმით, ის აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას მომჩივანზე, თუმცა ქალმა ფაქტების დამტკიცება ანონიმურობის პირობებში ვერ შეძლო. 

მოსამართლემ მაგალითად მოიყვანა ჰარვი ვაინშტაინისა და კევინ სპეისის სასამართლო პროცესები, როცა მოსარჩელეებს უარი უთხრეს ანონიმურობაზე, თუმცა ნება დართეს, რომ საქმეში ფსევდონიმებით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. მოსამართლის თქმით, ეს გამონაკლისი იყო და არა წესი. 

Diddy-ის მომჩივანი ქალის ვინაობა დაუყოვნებლივ არ გასაჯაროვდება. ამჟამად სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს  რეპერის შუამდგომლობაზე, რომ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღოს. თუ სასამართლო Diddy-ს შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და პროცესი გაგრძელდება, მაშინ მოსარჩელის ვინაობა საქმეში ჩაიწერება.

უკანასკნელი წლის განმავლობაში Diddy-ს წინააღმდეგ სასამართლოს რამდენიმე ადამიანმა მიმართა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ რეპერმა და ხმის ჩამწერი სტუდიის, Bad Boy Records-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰარვი პიერმა მას ნარკოტიკული საშუალებები ჩუმად მოაღებინეს და მანჰეტენზე მდებარე სტუდიაში მასზე სექსუალურად იძალადეს. ქალი ამტკიცებს, რომ მაშინ ის სკოლის მოსწავლე იყო.

Diddy ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. „მე არ ჩამიდენია ის საშინელი ქმედებები, რაშიც მადანაშაულებენ. ჩემი სახელისათვის, ოჯახისა და სიმართლისათვის ვიბრძოლებ,”- აცხადებს რეპერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე COWBOY CARTER - ფოტო: ბლერ კალდუელი

ბიონსემ ახალი ალბომის სიმღერების სია გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტმა თამარ ლიჩელმა ინდოეთში კონცერტი გამართეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი