რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში  გაიმარჯვეს

„ნასტასიამ და მე პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში, ჯერ კიდევ შოკში ვართ…“ – წერს რატი დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში.
Pink Floyd - Brain Damage (Animation Competition Entry) Dedicated to Syd Barrett
Pink Floyd – Brain Damage (Animation Competition Entry) Dedicated to Syd Barrett

Pink Floyd-ის ცნობილი ალბომის, Dark Side of the Moon-ის ორმოცდაათი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით  Pink Floyd-ის ანიმაციურ კონკურსში რატი  დაბრუნდაშვილიმა და ნასტასია ნიკიტინამ პირველ ადგილი და საპრიზო ფულადი ჯილდო  £100 000 მიიღეს.

კონკურსის ფარგლებში ჯამში ათი საუკეთესო ანიმაციის ავტორი გამოვლინდა, პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: მესამე ადგილზე მონიკა ფიბის მიერ Eclipse-თვის შექმნილი ანიმაცია გავიდა (£25 000). მეორე ადგილი  Time-თვის შექმნილი ანიმაციისთვის დეივიდ ჰორნმა მიიღო (£50 000), ხოლო პირველ ადგილზე Brain Damage-ისთვის შექმნილი ანიმაციისთვის, რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა დასახელდნენ (£100 000).

„ნასტასიამ და მე პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში, ჯერ კიდევ შოკში ვართ…“ – წერს რატი დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში.

არტისტებმა ანიმაცია Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელ და სიმღერების ავტორ მუსიკოსს, სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნეს.

„Pink Floyd-ის მუსიკამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ცნობიერებაში. ნოტებმა, რომლებიც ბავშვობაში გვესმოდა, ადგილი ჩვენს არაცნობიერშიც დაიმკვიდრა. მათი მუსიკა ჩვენი არსებობის ჰიმნად იქცა. რთულ პერიოდში, როდესაც იმედიც კი ბუნდოვნად ჩანდა, Pink Floyd-ის მუსიკა მუდმივად ნუგეშის მომცემი იყო.“ – წერს რატი დაბრუნდაშვილი ვიდეოს აღწერაში.

ნახეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში  გამარჯვებული ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი ბიონსეს ალბომ Cowboy Carter-ში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

ინტერვიუ მერაბ სეფაშვილთან, რომლის შესრულებული სიმღერაც ქართული საფეხბურთო გამარჯვების ჰიმნად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი