შერმა iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო

შერმა დაჯილდოებაზე დუეტი ჯენიფერ ჰადსონთან ერთად შეასრულა, ღონისძიება კი Dolby-ის თეატრში გაიმართა.
შერი და ჯენიფერ ჰადსონი, 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 1 აპრილს, Dolby-ის თეატრში, ლოს-ანჯელესი.
შერი და ჯენიფერ ჰადსონი, 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 1 აპრილს, Dolby-ის თეატრში, ლოს-ანჯელესი.

2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალური დაჯილდოება 1 აპრილს, ლოს-ანჯელესში,  Dolby-ის თეატრში გაიმართა, სადაც ლეგენდარულმა მომღერალმა შერმა საკულტო, ე.წ. Icon ჯილდო მიიღო.

ოსკაროსანმა და გრემის მფლობელმა მომღერალმა სცენაზე ასვლისას მის არაკეთილმოსურნეებს მიმართა: არის ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელებიც დამცინიან და ამბობენ, ნუთუ მას ერთ შარვალზე მეტი არ აქვს? ეს შარვალი ზუსტად 40 წელია მაქვს და ვფიქრობ, დღეს უნდა ჩამეცვა, რათა ეს ჯილდო ერთად მიგვეღო.“ – ამბობს მუსიკოსი სიცილით.

შერმა თავის ხანგრძლივ კარიერაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან ჰყავს ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მის გვერდით არიან.

„ამის შესახებ ხშირად არ ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში დაღმასვლა, როდესაც ჩამწერმა კომპანიებმა უარით გამისტუმრეს, სამუშაო არ მქონდა, თუმცა არასდროს დამითმია ჩემი ოცნება. იოცნებეთ და, რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დანებდეთ. გააგრძელეთ ოცნება და ერთ მშვენიერ დღეს ის აუცილებლად ახდება.“ – ამბობს შერი.

Icon Award-ის მიღებამდე შერმა დაჯილდოებაზე ბილბორდის საუკეთესო 100-ში შესული სიმღერა Believe ჯენიფერ ჰადსონთან ერთად შეასრულა. 

შერს Icon ჯილდო კიდევ ერთმა ცოცხალმა ლეგენდამ მერილ სტრიპმა გადასცა, რომელიც შერთან მას შემდეგ მეგობრობს, რაც მათ 1983 წელს ამერიკულ ბიოგრაფიულ ფილმ Silkwood-ში ითამაშეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისში – Billboard Georgia-ს ინტერვიუ არტისტთან

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი Eras ტურზე 2024 წლის 2 აპრილი სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე

ტეილორ სვიფტი ოფიციალურად მილიარდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

ბიონსედან დაწყებული, ჩაპელ როუნით დასრულებული, ამ სუპერვარსკვლავებმა შესაძლოა წლევანდელი ცერემონია განსაზღვრონ
მეტი