ABBA-ს თაყვანისმცემლებმა Waterloo-ს ტრიუმფის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

სიმღერამ შვედურ ბენდს 1974 წლის ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება მოუტანა.
ABBA 1974 წლის 7 აპრილს
Steve Wood/Daily Express/Hulton Archive/Getty Images

50 წელი გავიდა 1974 წლის 6 აპრილიდან, როცა ABBA-მ ევროვიზიის სცენა დაიპყრო სიმღერით Waterloo. 

ამ თარიღის აღსანიშნავად ცნობილი სიმღერა ჟღერდა ლონდონის ვატერლოოს რკინიგზის სადგურზე, რომლის სახელწოდებაც ასევე 1815 წლის ვატერლოოს ბრძოლიდან მოდის. ინგლისის სანაპირო ქალაქ ბრაიტონში კი, სადაც 1974 წლის ევროვიზია ჩატარდა, ფანებმა ABBA-ს ფლეშმობი მიუძღვნეს. 

კონკურსში გამარჯვებამ ABBA საკულტო პოპჯგუფად აქცია და ამ დრომდე რჩება ევროვიზიის გამარჯვებულ ყველაზე პოპულარულ ბენდად. 50 წლის შემდეგ კი, 2024 წელს, ევროვიზიას სწორედ ABBA-ს სამშობლო, შვედეთი უმასპინძლებს.

მელოდიური დისკო პოპის დამსახურებით, ბენდს მსოფლიოს მასშტაბის ასობით მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სასცენო მიუზიკლი Mamma Mia!, რომელიც მათ სიმღერებზეა დადგმული, უკვე 25 წელს და მასზე გადაღებულ ორ კინოფილმს ითვლის. 

ათწლეულებია, რაც ჯგუფის წევრებს სცენაზე ერთად აღარ უმღერიათ, თუმცა 2021 წელს მათ გამოსცეს ალბომი Voyage. ლონდონში ABBA-ს თაყვანისმცემლებს საშუალება აქვთ, მათ ვირტუალურ კონცერტს დაესწრონ, რომელიც 2022 წელს გაიხსნა. 

ჯგუფის წევრებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს, რომელშიც ოთხივე წევრი გულშემატკივარს მადლობას უხდის.

„მუსიკა, რომელსაც აღმოაჩენ და მის სიყვარულს ისწავლი, როცა გაიზრდები, ან კიდევ უფრო გვიან, სამუდამოდ რჩება შენთან. ჩვენ ამ გამოცდილებას თქვენ გიზიარებთ და იმის ცოდნა, რომ ჩვენი მუსიკა მუდმივი გახდა თქვენს ცხოვრებაში, საოცარია.”

1974 წლის 6 აპრილის გამარჯვების აღსანიშნავად სტოკჰოლმში ჯგუფისადმი მიძღვნილი კონცერტი A Party for ABBA გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო პატივისცემა იმ ბენდისა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სკანდინავიური მუსიკალური სცენა.

შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი აღნიშნა, რომ 1974 წლის 6 აპრილი ბევრისთვის შვედეთის ეროვნულ მუსიკის დღედ იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DU-BESH – ერეკლე დეისაძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Cowboy Carter ბიონსეს მერვე ალბომია, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი