ჯანსუღ კახიძის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

ფესტივალი 12, 19 და 25 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში გაიმართება.

12, 19 და 25 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. 

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშოროსო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის პირველი გამოშვება ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. მისი პროგრამა მოიცავს თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო შემსრულებლების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან The Manhattan, New York Voices, ივან ლინსი, ბობ ჯეიმსი და სხვები. 

ფესტივალი ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ამასთან ერთად, ის ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, რის ფარგლებშიც მსმენელს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით მუდმივად სთავაზობს საინტერესო პროექტებს. 

ფესტივალის პროგრამა:

12 მაისი
პაკიტო დ’რივერა და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი -ვახტანგ კახიძე

19 მაისი
კურტ ელინგი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი -ვახტანგ კახიძე

25 მაისი
ანჟელიკ კიჯო და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი-ვახტანგ კახიძე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიელ დევისის ილუსტრაცია

„ხელოვნური ინტელექტი და მუსიკალური ინდუსტრია. მუზების შერკინება”

შემდეგი სტატია

ნიკოლოზ წერედიანი

ნიკოლოზ წერედიანი და მისი მუსიკალური ინსტრუმენტებით გატაცება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი