65 წლის წინ გამართული გრემის დაჯილდოების პირველი ცერემონია ფრენკ სინატრასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

მიუხედავად იმისა, რომ სინატრა დაჯილდოების ლიდერი ნომინანტი იყო, ცერემონია მოულოდნელი შედეგებით დასრულდა.

1959 წლის 4 მაისიდან, გრემის დაჯილდოების პირველივე ცერემონიიდან, მოგებულებსა და წაგებულებს შესახებ კონსპირაციული თეორიები მუდმივად აქტუალურია. ერთ-ერთი ასეთი თეორია ფრენკ სინატრას ეხება. 1958 წელს მან ორი ალბომი, Come Fly with Me და Frank Sinatra Sings for Only the Lonely
გამოსცა, რომლებიც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერ პოზიციებზე აღმოჩნდა.

სინატრა 6 ნომინაციით 1959 წლის მთავარი ფავორიტი იყო. ამ ნომინაციებს შორის იყო წლის ალბომი და საუკეთესო ვოკალური შესრულება. მიუხედავად ამისა, 6 ნომინაციიდან მან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და ისიც არა მის სიმღერას, არამედ ვიზუალურ სახელოვნებო შემოქმედებას ეხებოდა. ფრენკ სინატრამ გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიას თავად მომღერალიც ესწრებოდა. ამ წელს ღონისძიება კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსის Grand Ballroom-ში გაიმართა. ახლა ეს სივრცე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ჩატარების ადგილია. ამ წელს საუკეთესო ალბომის ნომინაციაში ჰენრი მანჩინიმ გაიმარჯვა. მანჩინიმ ჯილდო ასევე მიიღო ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის. ჰენრი მანჩინი საერთო ჯამში 20 გრემის ჯილდოს ფლობდა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნეოდა.

1959 წელს ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია გრემის 28 ნომინაციაში გასცემდა. სადებიუტო ცერემონიაზე ხუთი ისეთი არტისტი გამოიკვეთა, რომლებმაც ერთზე მეტი ჯილდო მიიღეს და სწორედ მათ შორის იყო სინატრას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – ჰენრი მანჩინი.

გრემი ყველაზე გავლენიან დაჯილდოებებს შორის მეოთხე იყო. პირველად, 1929 წელს ოსკარი დაარსდა; შემდეგ იყო ტონის დაჯილდოება, რომლის საინაუგურაციო ცერემონია 1947 წელს გაიმართა. ემის დაჯილდოება კი 1949 წელს წარადგინეს.

მიუხედავად გრემის პირველი ცერემონიის წარუმატებელი შედეგებისა, ფრენკ სინატრას შემოქმედებითი კარიერა ამ დაჯილდოების ფარგლებში მნიშვნელოვნად დაფასდა. შემდეგ წელს მან წლის ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა, ჩანაწერისათვის – Come Dance with Me! ამის შემდეგ კი საუკეთესო ალბომისათვის გრემი კიდევ ორჯერ დაიმსახურა. ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც წლის ალბომისათვის გრემი სამჯერ გადასცეს. ფრენკ სინატრას რეკორდი 2024 თებერვალს ტეილორ სვიფტმა მოხსნა, როდესაც პირველი არტისტი გახდა, რომელმაც წლის ალბომის ნომინაციაში ოთხჯერ გაიმარჯვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

wayward.atom – მუსიკოს ნიკა გოგიაშვილის ახალი პროექტი

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია

American Idol-ის შემდეგ ნუცა ბუზალაძე ევროვიზია 2024-ზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი